მოდი, ჩვენთან ერთად გაიღიმეთ თემაზე - ორსულობა და იმაზე, როგორ შეიძლება იგრძნოს თავი ქალის ადგილას ამ არცთუ ისე მარტივ პერიოდში მამაკაცმა.
მაშ ასე, ინსტრუქცია მამაკაცებისთვის – ორსულად რომ იგრძნონ თავი:
პირველი ტრიმესტრი
1. ყოველ საღამოს მოუწყე თავს "ნადიმი" - მაგალითად, ჭამე მოხარშული, უმარილო თევზი და დააყოლე რძე. შემდეგ კი არკვიე, რატომ.
2. მეორე დილას ადექი, დალიე საძილე საშუალება და წადი სამსახურში. თუ გული ძალიან გერევა – დარჩი სახლში, მაგრამ ნება იბოძე, მიალაგე სახლი და მოამზადე სადილი.
3. ფეხებზე მოიბი ტომრები, თითოში კილოგრამნახევარი ქვიშით.
4. ჭამე ხაჭო. თუ არ გინდა? უნდა ჭამო!
5. ამას ნუ შეჭამ, არ შეიძლება. არც – ეს. უკეთესია – ვაშლი.
6. დაივიწყე გაზიანი სასმელები.
7. წამოწექი და ჭამე იოგურტი.
8. გული აგერია? არა უშავს, გაწმინდე. ცოლს ნუ დაუძახებ, ის დაკავებულია.
9. წადი პოლიკლინიკაში და ჩააბარე სისხლი ვენიდან შიდსსა და სიფილისზე.
10. თვეში სამჯერ გაესინჯე პროქტოლოგს.
მეორე ტრიმესტრი
1. მუცელზე მიიმაგრე წყლიანი სათბური.
2. ჩაცმის დროს არ მოიხსნა, ფეხსაცმელიც ასე ჩაიცვი.
3. იძინე ასევე მუცელზე მიმაგრებული სათბურით. როგორ? იწექი ზურგზე!
4. არ დაგავიწყდეს საძილე საშუალების დილიდან მიღება.
5. სამსახურში წასვლამდე კი – ერთი ლიტრი წყლის.
6. ძილის წინ დალიე წყალი და შარდმდენი საშუალება.
7. ცხვირში შეიტენე ბამბა ისე, რომ ჰაერი ცოტათი მაინც შედიოდეს. ბამბა ატარე გამუდმებით.
8. გიჭირთ სუნთქვა? გაანიავეთ ოთახი ხშირად – ზოგიერთს შველის.
9. წადი პოლიკლინიკაში და ჩააბარე სისხლი ვენიდან. როგორ თუ რაზე? შიდსსა და სიფილისზე. მერე რა, რომ უკვე ჩააბარე.
10. თვეში სამჯერ გაიარე შემოწმება პროქტოლოგთან. არ მოიშორო მუცლიდან სათბური.
მესამე ტრიმესტრი
1. ყოველ დილით დაჯექი მოძრავ სკამზე და იტრიალე 10 წუთის განმავლობაში. როცა ვესტიბულარული აპარატი საბოლოოდ გამოგერთვება – ადექი და გაემართე სამსახურში. ააა, თავბრუ გეხვევა? ვიზიარებთ, იმედია, მალე გაგივლის.
2. სათბური კიდევ უფრო გაავსე წყლით.
3. დალიე შარდმდენი, სამსახურში კი ყოველ ერთ საათში დალიე თითო ჭიქა წყალი.
4. შეეცადე, არ მოწყდე სამუშაო ადგილს ძალიან ხშირად. იყავი მხნედ და შრომისუნარიანი მთელი სამუშაო დღის განმავლობაში. თუ ეს ძალიან ადვილად გამოგდის – გაზარდე საძილე საშუალების ყოველდღიური დოზა.
5. გაზარდე ქვიშის რაოდენობა ტომრებში, რომლებიც ფეხებზე გაქვს მიბმული: ახლა თითოეული მათგანი 2 კილოგრამი უნდა იყოს.
6. საღამოს არ მოიხსნა მუცლიდან სათბური, დაწექი საწოლში და იყავი საოცარი საყვარელი!
7. თუ გეჩვენება, რომ შენს ცოლს სხვა მამაკაცი ჰყავს – ნუ მოაწყობ დებოშს.
8. ცოლს მეტი დრო და ყურადღება დაუთმე. მისთვისაც ხომ არ არის მარტივი!
9. წადი პოლიკლინიკაში და ჩააბარე სისხლი ვენიდან. როგორ თუ რაზე? ისევ იმაზე – შიდსსა და სიფილისზე.
10. თვეში სამჯერ გაესინჯე პროქტოლოგს. რა შეკითხვაა? რა თქმა უნდა, სათბურით