ცნობილი დედის, შორენა ბეგაშვილის შვილი ევა ბარბაქაძე სოციალურ ქსელში თავადაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას 120 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომელთაც ხშირად უზიარებს პირად ფოტოებსა და სასარგებლო რჩევებს.
2016 წლის 27 მარტს ევა სახლში, საკუთარ ოთახში ფანჯარაზე იჯდა, რა დროსაც მოულოდნელად გადავარდა. მაშინ 14 წლის ევას ხერხემლის სამი მალის, ბეჭის და ბარძაყის მოტეხილობები ჰქონდა, მკურნალობდა რამდენიმე თვე თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში და რამდენიმე ოპერაციის შემდეგ ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა.
როგორ გამოიყურებოდა შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი წლების წინ - ევა ბარბაქაძე ძველ ფოტოებს აქვეყნებს
მოგვიანებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, შორენა ბეგაშვილმა შემთხვევის დღე გაიხსენა. შორენა ჰყვება, რომ ინციდენტის დროს სამზარეულოში იყო და კერძს ამზადებდა. როდესაც ეზოში სასწრაფო დახმარების მანქანის ხმა გაიგო, რომელსაც საპატრულო პოლიციის სირენების ხმაც ერთვოდა, გაიქცა ევას ოთახში და ის იქ აღარ დახვდა.
ბეგაშვილის თქმით, როცა ეზოში გადაიხედა, დაინახა ევა, რომელიც ასფალტზე იწვა. და აღარ ახსოვს, როგორ ჩაირბინა მასთან, მივარდა და მაშინ ერთადერთი, რაც შვილმა სთხოვა, ის იყო, რომ მიწიდან აეყენებინა.
"დებს ჰგავხართ" - შორენა ბეგაშვილის საახალწლო ფოტოსესია შვილთან, ევა ბარბაქაძესთან ერთად
როგორც ცნობილია, ევა ბარბაქაძეს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ თურქეთშიც გაუკეთდა 2 ურთულესი ოპერაცია, რის შემდეგაც დაიწყო რეაბილიტაციის კურსი.
შორენა ბეგაშვილი სოციალური ქსელის პოსტებით გულშემატკივრებს ინფორმაციას აქტიურად აწვდიდა.
ამჯერად ევა ბარბაქაძე იუბილარია. ის 22 წლის გახდა. შვილს დაბადების დღეს შორენა ბეგაშვილიც ულოცავს და "ინსტაგრამზე" ვიდეოს აქვეყნებს.