რეცეპტი: "ამ კერძს ბებიაჩემი აკეთებდა, ძალიან მარტივი და გემრიელია“ - ეკა ჩხეიძის ოჯახის საფირმო ხორციანი კერძი - Marao

რეცეპტი: "ამ კერძს ბებიაჩემი აკეთებდა, ძალიან მარტივი და გემრიელია“ - ეკა ჩხეიძის ოჯახის საფირმო ხორციანი კერძი

2023-11-13 16:18:25+04:00

ეკა ჩხეიძე უკვე არაერთი წელია, რაც მაყურებლისთვის საყვარელი მსახიობია. ის 2012 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია და არაერთ ფილმშიც იღებდა მონაწილეობას. ეკა ჩხეიძე ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლა­ზე“ გა­და­ცე­მა "ყვი­თე­ლი ყუ­თის“ წამ­ყვა­ნი გახ­ლდათ, თუმცა გადაცემა დაიხურა: 

"ძა­ლი­ან გულ­ნატ­კე­ნი ვარ, გუ­ლაც­რუ­ე­ბუ­ლიც... შე­ვეც­დე­ბი გან­ვაგ­რძო ცხოვ­რე­ბა, ჩემი საქ­მე ვა­კე­თო. დიდი მად­ლო­ბა გულ­შე­მატ­კივ­რო­ბის­თვის..." - წერდა ის. 

„ვერ წარმომედგინა, რომ მე და ჩემი ქმარი დავშორდებოდით... დღემდე ერთმანეთზე ახლობელი არავინ გვყავს, მაგრამ ცალ-ცალკე ვცხოვრობთ“ - ეკა ჩხეიძე 

ეკა ჩხეიძის ბიოგრაფია 

ეკა ჩხეიძემ 2022 წლის 5 ივნისს მამა დაკარგა. 78 წლის ასაკში ქართველი რეჟისორი, თემურ ჩხეიძე გარდაიცვალა. 

„ყველაზე დიდ შიშს მაშინ განვიცდი, როდესაც ვიღაც ავადმყოფობს. მამაჩემს ორი ოპერაცია დასჭირდა. პირველი ოპერაციის შემდეგ სხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს მეორის გასაკეთებლად. შევედი სანახავად და რომ დავინახე, მივხვდი, რომ ვეღარ გადარჩებოდა, თუმცა მეორე ოპერაცია ჯერ არ იყო გაკეთებული. ისეთი იყო, რომ მივხვდი, ბოლოჯერ ვხედავდი. ახლაც ვნანობ, არ უნდა მენახა. არ უნდა შევსულიყავი რეანიმაციაში. ყველა შედიოდა, ნახულობდა და მითხრეს, შედი, არ არის ცუდადო. რანაირად არ იყო ცუდად? ადრე იგივე დამემართა კოტე მახარაძეზე. ინსულტი გადაიტანა და მითხრეს, უკეთ არისო. სანახავად მივედი და გავგიჟდი, რომ ვნახე. დღემდე ვფიქრობ, ნეტავ, არ მენახა ის კოტე მახარაძე, რომელზეც ბავშვობიდან ვგიჟდებოდი. ერთად ვცხოვრობდით და ძალიან მიყვარდა. ძალიან მძიმედ ჩამრჩა. სხვა ადამიანი იყო, ყოვლად უსუსური…“ - იხსენებდა ეკა. 

"შევედი სანახავად და რომ დავინახე, მივხვდი, რომ ვეღარ გადარჩებოდა... მივხვდი, ბოლოჯერ ვხედავდი. ახლაც ვნანობ, არ უნდა მენახა" - ეკა ჩხეიძე მამის, თემურ ჩხეიძის შესახებ 

ეკა ჩხეიძის მეუღლე ლევან მუშკუდიანია. წყვილს ორი შბილი, ინანო და დათა ჰყავს. წყვილი წლების მანძილზე დაშორებული იყო, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ ისინი შერიგდნენ და კვლავ ერთად ცხოვრობენ:

"დღეს ჩემი ქმარი და მე ერთად ვართ. მაგრამ, თავისთავად ცხადია, რომ ყველას თავისი საქმე, ინტერესი და თავისუფალი სივრცე უნდა ჰქონდეს. ერთად ყოფნა კიდევ სხვა სიამოვნება და სხვა კომფორტია. მაგრამ მე რომ ოჯახის ყველა წევრი მთელი დღე სახლში მყავდეს, ვიღაცას დავახრჩობ დღის ბოლოს" - ამბობდა ეკა ჩხეიძე. 

„დედა ყოველთვის ჩემი საუკეთესო მეგობარი არ იყო, ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როცა გერმანიაში წავედი...“ - ინანო მუშკუდიანი დედის, ეკა ჩხეიძისა და საკუთარი კარიერის შესახებ 

ეკა ჩხეიძის საფირმო რეცეპტი

მსახიობმა ეკა ჩხეიძემ ონისე ონიანის რუბრიკაში თავისი ოჯახის საფირმო კერძი მოამზადა. 

ინგრედიენტები

  • საქონლის ხორცი
  • ბადრიჯანი
  • პომიდორი
  • მარილი
  • კარაქი
  • ზეთი

მომზადების წესისთვის ეწვიეთ ბმულს