"ცხოვრებაში, ალბათ, ცოლად არ ვვარგივარ - უფრო დედა ვარ..." - ეკა ჩხეიძის პირადი ცხოვრება, ცნობილი ოჯახი და კარიერა - Marao

"ცხოვრებაში, ალბათ, ცოლად არ ვვარგივარ - უფრო დედა ვარ..." - ეკა ჩხეიძის პირადი ცხოვრება, ცნობილი ოჯახი და კარიერა

2023-11-19 14:18:05+04:00

ეკა ჩხეიძე უკვე არაერთი წელია, რაც მაყურებლისთვის საყვარელი მსახიობია. ის 2012 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია და არაერთ ფილმშიც იღებდა მონაწილეობას.ეკა ცნობილი ქართვლი რეჟისორიდ, თეურ ჩეიძის ქალიშვილი, და ლეგენდარული მსახიობის, მედეა ჩახავს შილიშვილია.

მსახიობს ბებიის შესახებ არაერთ ინტერვიუში უსაუბრია:

მედიკოს ძალიან რბილი ხასიათი ჰქონდა, ადვილი იყო მასთან ურთიერთობა, თბილი ადამიანი იყო. მე ცოტა უფრო ხისტი ვარ, ბუტია და ზედმეტად ემოციური...

რასაც მის სიცოცხლეში ვხედავდი და ვუყურებდი, რთულ სიტუაციებს მუდმივად ამარტივებდა და ნაკლებად აპრობლემებდა. ეს თვისება ჯერ მას უადვილებდა ცხოვრებას, ასევე უმარტივებდა შემდგომ იმ ადამიანებთან ურთიერთობას, ვისგანაც ეწყინებოდა რამე ან ვისზეც ბრაზობდა.

რეცეპტი: "ამ კერძს ბებიაჩემი აკეთებდა, ძალიან მარტივი და გემრიელია“ - ეკა ჩხეიძის ოჯახის საფირმო ხორციანი კერძი 

რაც მის ცხოვრებაში გარკვეული უსიამოვნო ეპიზოდები იყო, ყველაფერი ამ საოცარი თვისების გამო, მეტ-ნაკლებად მარტივად გადაიტანა. ცხოვრებამ რა სირთულეც მოუტანა, იმ სირთულის სწრაფად გადახარშვა შეძლო...

მუდმივად გვქონდა საახალწლო შეხვედრები, მედიკოს შთამომავლები მასთან ვიკრიბებოდით. რაც საოცარი რამ იყო... მერე ეს ყველაფერი ნელ-ნელა დაიკარგა, განსაკუთრებით მას მერე, რაც ჩვენი შვილები გაიზარდნენ, მათგან ნაწილი საზღვარგარეთ წავიდა, მიმოვიფანტეთ.

"კოტე მახარაძემ მითხრა, რას დაერიე ჩემს ცოლებსო..." - სოფიკო ჭიაურელისა და მედეა ჩახავას უნიკალური ფოტო და ისტორია... 

„მედეას რომ არ ჰქონოდა კარგი ურთიერთობა სოფიკოსთან, ჩვენ დედას არ გადავახტებოდით...“ - როგორი ურთიერთობა ჰქონდა მაკა მახარაძეს დედინაცვალთან, სოფიკო ჭიაურელთან 

ახლა თითქოს მისი შვილები ცდილობენ იმავეს, მაგრამ როგორც ადრე, ისეთი გამთლიანება აღარ გამოდის. შეიძლება, იმის ბრალია, რომ ბავშვები გაიზარდნენ და ვეღარ ვიმორჩილებთ. მაგრამ იმაზე ძვირფასი არაფერია, როცა დიდი ოჯახი შეკრულია... ალბათ ყველაფერს თავის დრო და ხიბლი აქვს. ამ კოვიდმა ხომ კიდევ მეტად გაართულა საქმე.

- პირველი იყო, ვინც თქვა, - ძალიან მინდა, ეკა მსახიობი იყოსო. არადა, როცა ეს თქვა, პატარა ვიყავი, სკოლაში დავდიოდი და მომავალ პროფესიაზე ჯერ არც ვფიქრობდი. მერე გარშემო, ყველასგან, მასწავლებლებისგანაც მესმოდა, - შენ მსახიობი იქნებიო! ეს ცოტა მაღიზიანებდა, პროტესტი მქონდა. ხან ხატვა მინდოდა, ხან - ცეკვა, ექიმობაც... მედიკო კი ხშირად იმეორებდა, - მსახიობი უნდა გახდე, შენ სცენაზე უნდა იდგეო... 

ერთხელ მეშვიდე კლასში ვიყავი და მითხრა - მინდა, გადაცემაში წამომყვეო. იქ შვილიშვილით არავინ იყო მისული. დღესაც არ ვიცი, რა შუაში ვიყავი მე, მაგრამ, წავყევი. მახსოვს, იქ თქვა, - ეს ჩემი პირველი შვილიშვილია და ჩემს გზას ეს გაყვებაო. ცოტა მეწყინა. მე არ მეკითხება? რატომ ამბობს ჩემ მაგივრად-მეთქი?! მაგრამ ისე გამოვიდა, რომ თითქოს მსახიობობა დამანათლა და მომავალი პროფესია გადამიწყვიტა. ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. მოკლედ, რაღაც კანონზომიერება ალბათ იყო... საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ მართლა მსახიობი გავხდი", - ამბობდა ეკა ჩხეიძე. 

ამჯერად ეკა რადიო ფორტუნას სტუმარია, სადაც კარიერაზე, პირადსა და ოჯახზე საუბრობს:

"მსახიობობაზე არასდროს მიოცნებია. ჯერ ექიმობა მინდოდა, შემდეგ - ხატვა, ბოლოს მაინც მსახიობი გავხდი. ეს ალბათ ოჯახური ტრადიციის დამსახურებაა. 

ცხოვრებაში ალბათ ცოლად არ ვვარგივარ - უფრო დედა ვარ... მიყვარს სახლის დალაგება, დიზაინის შეცვლა, მაგრამ საჭმლის კეთება არ შემიძლია... " - ამბობს ეკა ჩხეიძე.