კანის სილამაზე არა მხოლოდ მისი ჯანმრთელობის ანარეკლია, არამედ უნიკალური მხატვრული ტილოც, რომელზეც ყოველი პიგმენტი, ყველა ლაქა თავის ისტორიას ჰყვება. ყველასთვის ცნობილია პიგმენტური ლაქები - იდუმალი ნიშნები, რომლებიც შეიძლება გამოჩნდეს კანზე მზის სხივების, ასაკთან დაკავშირებული ცვლილებების ან ჰორმონალური დისბალანსის გავლენის შედეგად. რა არის ასაკობრივი ლაქების გაჩენის მიზეზები და როგორ მოვიშოროთ ისინი უსაფრთხოდ? - კანის სწორად მოვლის მეთოდებზე ესთეტიკური კლინიკა Skin Code-ს ექიმი-ესთეტიკოსი ნინო უგულავა გვესაუბრება:
რა ფაქტორებმა შეიძლება გამოიწვიოს კანზე ასაკობრივი ლაქების წარმოქმნა და მათი მოშორების რომელი მეთოდებია ყველაზე ეფექტური?
- პიგმენტაცია საკმაოდ გავრცელებული კოსმეტიკური პრობლემაა, რომელიც თანაბრად გვხვდება ქალებსა და მამაკაცებში როგორც სახეზე, ისე სხეულის სხვადასხვა უბანზე. ეს ხდება კანის შრეებში პიგმენტ მელანინის სინთეზის დარღვევის გამო, რაც შეიძლება იყოს ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პროცესის შედეგი - ბუნებრივი დაბერებიდან ჰორმონალურ დარღვევებამდე. კანზე პიგმენტური ლაქების წარმოქმნა დამოკიდებულია არაერთ ფაქტორზე:
დღესდღეობით თანამედროვე ესთეტიკური მედიცინა გვთავაზობს უამრავ ეფექტურ მეთოდს ჰიპერპიგმენტაციის შესამცირებლად და აღმოსაფხვრელად.
კანის მოვლის როგორ რუტინას შეუძლია პიგმენტური ლაქების პრევენცია, ან შემცირება?
ყველაზე ეფექტური პროცედურებია:
ჩვენი კლინიკა მომხმარებელს სთავაზობს ყველა არსებულ პროცედურას, ფოტოგაახალგაზრდავების უახლეს აპარატს, LUMECCA-ს. მისი შედეგი თვალსაჩინოა პირველივე პროცედურის შემდეგ.
რას გვირჩევდით პიგმენტური ლაქების პრევენციისთვის?
- ჰიპერპიგმენტაციის პრევენცია (თავიდან აცილება) ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე მისი მოშორების მცდელობა. ამიტომ SPF-ის შემცველი საცხების გამოყენება აუცილებელია წლის ნებისმიერ დროს და არა მხოლოდ ზაფხულში. ასევე, ზომიერი რუჯის მიღება, რაც თავიდან აგვარიდებს ფოტოდაბერებას.
როდესაც ვცდილობთ ჯანსაღი, მბზინავი კანის შენარჩუნებას, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ პიგმენტურ ლაქებზე ზრუნვა არ არის მხოლოდ გარეგნული ეფექტი, ეს არის საკუთარ თავზე ზრუნვა შიგნიდანაც.
R