ყოფილი მოდელი და ბიზნესვუმენი ლიკა კვარაცხელია სოციალურ ქსელში მეუღლის გაცნობის ისტორიას იხსენებს და წერს, რომ მომავალმა ქმარმა მის შესახებ ყველაფერი გაზეთის ფურცლებიდან გაიგო. მოდელსა და ცნობილ ფეხბურთელ მურთაზ შელიას 25 წელია ბედნიერი ოჯახი აქვთ. წყვილს სამი შვილი ჰყავს - ანა, ელენე და დათუნა. ლიკა იხსენებდა, რომ 18 წლის უკვე ორი შვილის დედა იყო...
"როგორ გავიცანი ჩემი მეუღლე? - მკითხეს ერთ-ერთ ინტერვიუში. აქ მოვყვები. იყო ასეთი მაღაზია "ჩირაღდანი“, სადაც ოპტიკური სათვალეები იყიდებოდა. ერთ დღეს დედასთან ერთად შევისეირნე სათვალის შესაძენად, ამ დროს, იქვე 27 წლის სპორტსმენიც დასეირნობდა, რომელმაც შემამჩნია და შორიდან მოვეწონე. თბილისში იშვიათად იყო, სანაკრებო პერიოდში ჩამოდიოდა ხოლმე. გაზეთების კითხვა უყვარდა, ახლაც უყვარს. მოკლედ, მეორე დილას გაზეთი "მერიდიანი“ რომ შეიძინა, გადაშალა, ჩემი დიდი ინტერვიუ შეხვდა (1995 წელი იყო ალბათ), სადაც დეტალურად ეწერა, ვინ ვარ, რამდენი წლის ვარ, მგონი, მისამართიც კი ეწერა. ცხადია, ძალიან მარტივად მიპოვა და გამეცნო.1997 წელს კი დავქორწინდით".
მურთაზ შელია კი მშვენიერ ლიკა კვარაცხელიაზე დაქორწინების ისტორიას ერთ-ერთ სპორტულ გამოცემასთან ასე იხსენებდა:
"ალბათ ჩემს "სპრინტერულ ქორწილზე“ განაცხადი რომ შემეტანა "გინესის რეკორდებშიც“ მოვხვდებოდი... ჩემი მეუღლე ლიკა კვარაცხელია სამოდელო სააგენტო "ნატალის“ გამორჩეული სახე იყო. შეგვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ, მაშინ ინტერნეტი არ იყო და მხოლოდ ტელეფონით ვურთიერთობდით. მაშინ "მანჩესტერ სიტიში“ ვთამაშობდი, მწვრთნელს ვთხოვე, ვიცი 2 დღეში ბირმინგემში თამაში გვაქვს, მაგრამ, სხვაგვარად არ გამოვა, ცოლის მოყვანა მინდა და საამისოდ 10 საათს თუ მომცემთ-თქო. მწვრთნელი გაოცდა, მაგრამ დამთანხმდა, ლონდონი–თბილისის ავიარეისით ჩამოვფრინდი, გამთენიის 6 საათზე, 7-ის ნახევარზე ხელი მოვაწერეთ, 7 საათზე ქორწილი დაიწყო და 12 საათზე მე და ლიკა უკან თბილისიდან ლონდონში გავფრინდით. მწვრთნელმა ეს რომ გაიგო, გაოცდა, გაზეთებმა დაწერეს, შელიამ 5 000 კმ. იფრინა და მანჩესტერში 10 საათში ახალმოყვანილი ცოლით დაგვიბრუნდაო..."
"ულამაზესი ოჯახი და საოცარი სამი თაობა" - ლიკა კვარაცხელიას ოჯახური იდილია და ფოტოსესია
ანა შელია სამოდელო სააგენტო “ჯეომოდელსის” დამფუძნებლის, ლიკა კვარაცხელიას და ფეხბურთელ მურთაზ შელიას უფროსი ქალიშვილია. ანას, როგორც მოდელს, თავადაც საკმაოდ საინტერესო კარიერა ჰქონდა საზღვარგარეთ და “რალფ ენდ რუსოს”, “ეტამის” და სხვა ბრენდების ჩვენებებზეც გამოსულა.
სამი ულამაზესი თაობა და ბედნიერი ოჯახი - მშვენიერი მოდელის, ანა შელიას ოჯახური იდილია
ანა შელიას სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. მან სამოდელო კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო, განსაკუთრებით პოპულარული კი 2017 წელს გახდა, როცა მონაწილეობა ბრიტანული მოდის სახლის, Ralph & Russo-ს ჩვენებაში Victoria's Secret-ის საპატიო სუპერმოდელ ალესანდრა ამბროსიოსთან ერთად მიიღო. ანამ 2018 წელს მორაგბე ლაშა ლომიძეზე იქორწინა. წყვილს უკვე ორი შვილი, ელი და ვატო ჰყავს, რომლებიც საფრანგეთში დაიბადნენ.
ამჯერად ანა სწორედ შვილებთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს და უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს.