"ამ ოჯახში ყველა ერთმანეთზე ლამაზია..." - უმშვენიერესი მოდელის, ანა შელიას ორი შვილი, მორაგბე მეუღლე და ოჯახური იდილია - Marao

"ამ ოჯახში ყველა ერთმანეთზე ლამაზია..." - უმშვენიერესი მოდელის, ანა შელიას ორი შვილი, მორაგბე მეუღლე და ოჯახური იდილია

2023-11-18 00:56:37+04:00

ყო­ფი­ლი მო­დე­ლი და ბიზ­ნეს­ვუ­მე­ნი ლიკა კვა­რა­ცხე­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მე­უღ­ლის გაც­ნო­ბის ის­ტო­რი­ას იხ­სე­ნებს და წერს, რომ მო­მა­ვალ­მა ქმარ­მა მის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფე­რი გა­ზე­თის ფურ­ცლე­ბი­დან გა­ი­გო. მო­დელ­სა და ცნო­ბილ ფეხ­ბურ­თელ მურ­თაზ შე­ლი­ას 25 წე­ლია ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხი აქვთ. წყვილს სამი შვი­ლი ჰყავს - ანა, ელე­ნე და და­თუ­ნა. ლიკა იხ­სე­ნებ­და, რომ 18 წლის უკვე ორი შვი­ლის დედა იყო...

"რო­გორ გა­ვი­ცა­ნი ჩემი მე­უღ­ლე? - მკი­თხეს ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში. აქ მოვ­ყვე­ბი. იყო ასე­თი მა­ღა­ზია "ჩი­რაღ­და­ნი“, სა­დაც ოპ­ტი­კუ­რი სათ­ვა­ლე­ე­ბი იყი­დე­ბო­და. ერთ დღეს დე­დას­თან ერ­თად შე­ვი­სე­ირ­ნე სათ­ვა­ლის შე­სა­ძე­ნად, ამ დროს, იქვე 27 წლის სპორ­ტსმე­ნიც და­სე­ირ­ნობ­და, რო­მელ­მაც შე­მამ­ჩნია და შო­რი­დან მო­ვე­წო­ნე. თბი­ლის­ში იშ­ვი­ა­თად იყო, სა­ნაკ­რე­ბო პე­რი­ოდ­ში ჩა­მო­დი­ო­და ხოლ­მე. გა­ზე­თე­ბის კი­თხვა უყ­ვარ­და, ახ­ლაც უყ­ვარს. მოკ­ლედ, მე­ო­რე დი­ლას გა­ზე­თი "მე­რი­დი­ა­ნი“ რომ შე­ი­ძი­ნა, გა­და­შა­ლა, ჩემი დიდი ინ­ტერ­ვიუ შეხ­ვდა (1995 წელი იყო ალ­ბათ), სა­დაც დე­ტა­ლუ­რად ეწე­რა, ვინ ვარ, რამ­დე­ნი წლის ვარ, მგო­ნი, მი­სა­მარ­თიც კი ეწე­რა. ცხა­დია, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად მი­პო­ვა და გა­მეც­ნო.1997 წელს კი დავ­ქორ­წინ­დით".

მურ­თაზ შე­ლია კი მშვე­ნი­ერ ლიკა კვა­რა­ცხე­ლი­ა­ზე და­ქორ­წი­ნე­ბის ის­ტო­რი­ას ერთ-ერთ სპორ­ტულ გა­მო­ცე­მას­თან ასე იხ­სე­ნებ­და:

 "ალ­ბათ ჩემს "სპრინ­ტე­რულ ქორ­წილ­ზე“ გა­ნა­ცხა­დი რომ შე­მე­ტა­ნა "გი­ნე­სის რე­კორ­დებ­შიც“ მოვ­ხვდე­ბო­დი... ჩემი მე­უღ­ლე ლიკა კვა­რა­ცხე­ლია სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო "ნა­ტა­ლის“ გა­მორ­ჩე­უ­ლი სახე იყო. შეგ­ვიყ­ვარ­და ერ­თმა­ნე­თი, მაგ­რამ, მა­შინ ინ­ტერ­ნე­ტი არ იყო და მხო­ლოდ ტე­ლე­ფო­ნით ვურ­თი­ერ­თობ­დით. მა­შინ "მან­ჩეს­ტერ სი­ტი­ში“ ვთა­მა­შობ­დი, მწვრთნელს ვთხო­ვე, ვიცი 2 დღე­ში ბირ­მინ­გემ­ში თა­მა­ში გვაქვს, მაგ­რამ, სხვაგ­ვა­რად არ გა­მო­ვა, ცო­ლის მოყ­ვა­ნა მინ­და და სა­ა­მი­სოდ 10 სა­ათს თუ მომ­ცემთ-თქო. მწვრთნე­ლი გა­ოც­და, მაგ­რამ დამ­თან­ხმდა, ლონ­დო­ნი–თბი­ლი­სის ავი­ა­რე­ი­სით ჩა­მოვფრინ­დი, გამ­თე­ნი­ის 6 სა­ათ­ზე, 7-ის ნა­ხე­ვარ­ზე ხელი მო­ვა­წე­რეთ, 7 სა­ათ­ზე ქორ­წი­ლი და­ი­წყო და 12 სა­ათ­ზე მე და ლიკა უკან თბი­ლი­სი­დან ლონ­დონ­ში გავფრინ­დით. მწვრთნელ­მა ეს რომ გა­ი­გო, გა­ოც­და, გა­ზე­თებ­მა და­წე­რეს, შე­ლი­ამ 5 000 კმ. იფ­რი­ნა და მან­ჩეს­ტერ­ში 10 სა­ათ­ში ახალ­მოყ­ვა­ნი­ლი ცო­ლით დაგ­ვიბ­რუნ­დაო..."

"ულამაზესი ოჯახი და საოცარი სამი თაობა" - ლიკა კვარაცხელიას ოჯახური იდილია და ფოტოსესია 

ანა შელია სამოდელო სააგენტო “ჯეომოდელსის” დამფუძნებლის, ლიკა კვარაცხელიას და ფეხბურთელ მურთაზ შელიას უფროსი ქალიშვილია. ანას, როგორც მოდელს, თავადაც საკმაოდ საინტერესო კარიერა ჰქონდა საზღვარგარეთ და “რალფ ენდ რუსოს”, “ეტამის” და სხვა ბრენდების ჩვენებებზეც გამოსულა.

სამი ულამაზესი თაობა და ბედნიერი ოჯახი - მშვენიერი მოდელის, ანა შელიას ოჯახური იდილია 

ანა შელიას სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. მან სამოდელო კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო, განსაკუთრებით პოპულარული კი 2017 წელს გახდა, როცა მონაწილეობა ბრიტანული მოდის სახლის, Ralph & Russo-ს ჩვენებაში Victoria's Secret-ის საპატიო სუპერმოდელ ალესანდრა ამბროსიოსთან ერთად მიიღო. ანამ 2018 წელს მორაგბე ლაშა ლომიძეზე იქორწინა. წყვილს უკვე ორი შვილი, ელი და ვატო ჰყავს, რომლებიც საფრანგეთში დაიბადნენ. 

 "მამა-შვილის ემოციური შეხვედრა" - მოდელი ანა შელია მეუღლესთან, მორაგბე ლაშა ლომიძესთან შეხვედრის კადრებს აქვეყნებს 

ამჯერად ანა სწორედ შვილებთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს და უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს.