ია ფარულავა არაერთი წელია, ბევრისთვის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქართველ ქალად რჩება. მისი განსაკუთრებული გარეგნობით საზღვრებს გარეთაც ბევრი აღფრთოვანდა. მათ შორის იყო ოსკაროსანი მსახიობი რობერტ დე ნირო. 1987 წელს გამართულ მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე ამერიკელმა მსახიობმა დაჯილდოების ყველაზე ლამაზ ქალად ია ფარულავა დაასახელა.
ყველას კარგად ახსოვს 2013 წლის ფილმი „მანდარინები“, რომელიც "ოსკარის" საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინანტი იყო, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მანამ, სანამ ამ ფილმის მსახიობები დაჯილდოებაზე მოხვდებოდნენ, უფრო ადრე კინოინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვან ცერემონიას კიდევ ერთი ქართველი მსახიობი ესწრებოდა - 1997 წლის ამ საღამოს ქართველი მსახიობი ია ფარულავა დაესწრო.
ია ფარულავა ამერიკის კინომსახიობთა გილდიის (SAG-ის) წევრია და 1993 წლიდან 1998 წლამდე ლოს-ანჯელესში ცხოვრობდა.
აშშ-ში ცხოვრებისას იგი მრავალ მუსიკალურ კლიპში, სარეკლამო რგოლსა და დაბალბიუჯეტიან ფილმში გადაიღეს.
„დიახ, მე ჩამოვედი საქართველოში, რომ მისი თვალები კიდევ მენახა...“ - როგორ იხსენებდა რობერტ დე ნირო ია ფარულავას
"ია ფარულავა 34 წლის წინ... წლები ვერაფერს აკლებს" - სოციალურ ქსელში ია ფარულავას ახალგაზრდობის ფოტო ვრცელდება
ცნობილი ფაქტია, რომ ია სტივენ სპილბერგის ფილმის, “შინდლერის სიის“ შესარჩევ კონკურსშიც იღებდა მონაწილეობას, სადაც იგი ნაცისტი გენერლის ებრაელი მოსამსახურის, ჰელენ ჰირშის როლზე განიხილებოდა, მაგრამ სტივენ სპილბერგმა იგი ზედმეტად ლამაზად მიიჩნია, შესაბამისად, როლი ამერიკელ მსახიობს, ემბეტ დევიდს ერგო.
ამჯერად ია ფარულავა რადიო თავისუფლების რუბრიკის "8 ფოტო არქივიდან" სტუმარია, სადაც კარიერაზე, პირადზე და მშობლებზე ისაუბრა:
"დედა ძალიან ლამაზი ქალი იყო - მოდელი და მოცეკვავე. დედასაც ვგავარ და მამასაც. როდესაც მოსკოვში მოდის ჩვენება გაიმართა, ამ ჩვენებაში მონაწილეობას დედაჩემიც იღებდა.
ტოქსიკური დედა იყო - თვითონ ვერ განახორციელა თავისი დიდი ოცნებები, არაჩვეულებრივად მღეროდა. ეგზოტიკური გარეგნობა ჰქონდა. თავისი თავის რეალიზება ვერ შეძლო და ამიტომ ცოტა ტოქსიკური იყო. თავისი მიზნები შვილებს გადასცა - და ჩვენც ისეთები გავხდით, როგორიც მას სურდა.
ჩემი პირველი მეუღლე, რამაზ ჩანტლაძე, სიმპათიურ ბიჭად ითვლებოდა - აკადემიაში არქიტექტურულზე სწავლობდა. ამ პერიოდში დაძაბული ურთიერთობა მქონდა - მსახიობობას მიკრძალავდა და 6 თვის შემდეგ მისგან წამოვედი. თუმცა 4-5 წელი არ მშორდებოდა.
ფარაჯანოვი ჩემი მშობლების მეგობარი იყო - მახსოვს, ერთხელ დედამ მასთან სტუმრად წაგვიყვანა. საღეჭ რეზინს ვღეჭავდი და ფარაჯანოვმა ბინიდან გამომაგდო" - ამბობს ია ფარულავა.