ნინა წკრიალაშვილი ქართველმა საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, როცა ის ტელეეკრანებზე პირველად გამოჩნდა. ნინა, მუსიკალურ კარიერასთან ერთად, ტელეწამყვანობასაც ითავსებდა და არაერთი გადაცემის წამყვანადაც ვიხილეთ. ნინა ქართული შოუების საყვარელი და სასურველი სტუმარიც იყო, თუმცა, მიუხედავად პოპულარობისა, მან რამდენიმე წლის წინ ქვეყნიდან წასვლა გადაწყვიტა.
ახლა 44 წლის მომღერალი და ტელეწამყვანი საბერძნეთში ცხოვრობს და იქ საქმიანობს. ქართულ მედიას საკუთარ ამბებს თითქმის არასდროს უზიარებს და სოციალურ ქსელშიც იშვიათად ჩნდება.
„როცა 43 წლის ხარ და ვერ გადაწყვიტე, დაბერდე თუ გადადო დაბერება“ - ნინა წკრიალაშვილი დიდი ხნის პაუზის შემდეგ ახალ ფოტოს აქვეყნებს
"ნინა, გვიხარია შენი დაბრუნება" - ნინა წკრიალაშვილის ახალი ფოტოები
ამჯერად ნინა გადაცემის "მხოლოდ ლელასთან" სტუმარია, სადაც საქართველოში ჩამოსვლის მიზეზებზე საუბრობს:
„ან ბოლოჯერ უნდა დავიწყო ნულიდან, ან მთელი ცხოვრება ვიწვები."
აქამდე ეს არ მომნდომებია, საკუთარი თავი დავსაჯე თავიდან ბოლომდე...
მენანება ჩემი თავი, რომ ერთი ადამიანი არ აღმოჩნდა ჩემ გარშემო, რომელიც გვერდში დამიდგებოდა...
საკუთარი თავის დასატესტად ჩამოვედი საქართველოში. ძალიან აქტიური უნდა ვიყო და თუ ვიქნები, მაშინ ნელ-ნელა დავიწყებ ფიქრს გადმოსვლაზე. მეგონა, აქ ყოფნა გამიჭირდებოდა, მაგრამ არ მიჭირს,
ეკრანზე საკუთარი თავის ყურება არ მიყვარს... მეტირება სულ... არ ვლაპარაკობდი, საკუთარი თავი მაღიზიანებდა, ბიპოლარული აშლილობა მქონდა...
უკვე მეოთხეჯერ პანიკური შეტევების ციკლი დამეწყო, ბოლოჯერ უნდა დავიწყო ნულიდან, ანუ მინუსებიდან“, – ამბობს ნინა წკრიალაშვილი.