მოდელ თიკო ჩხეიძისა და ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილის ოჯახში ხუთი წლის წინ ტრაგედია დატრიალდა. მათ 9 წლის გოგონას დენმა დაარტყა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. მას შემდეგ თიკო ჩხეიძისთვის ტკივილთან გამკლავების ერთადერთი გამოსავალი წიგნის დაწერა აღმოჩნდა: „ჩემი წიგნი არ არის სიკვდილზე, ტატას ეს არ მოუხდებოდა... ჩემი წიგნი არის იმაზე, როგორ უნდა გააგრძელო ცხოვრება დიდი ტრაგედიის შემდეგ“ - ამბობდა მოდელი. თიკო ჩხეიძის წიგნის "აღსარება დედისა" პრეზენტაცია 2021 წელს შედგა.
ასევე დაგაინტერესებთ: „თვალს რომ გადევნებ, შენი სიძლიერე ყოველთვის მეუბნება - ნებისმიერი პრობლემის მოგვარება შეიძლება“ - რას წერენ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ თიკო ჩხეიძეს „ინსტაგრამზე“
ცოტა ხნის წინ თიკო ჩხეიძემ და ხატია სიჭინავამ დააფუძნეს ნეირობალანსირების ცენტრი, რომელიც ბავშვთა მკურნალობაზეა ორიენტირებული.
ნეირობალანსირების ცენტრთან ასევე დაარსდა ფონდი „ტატა“.
ასევე დაგაინტერესებთ: "ფონდი "ტატა" - თიკო ჩხეიძემ გარდაცვლილი შვილის სახელზე, სხვა ბავშვების დასახმარებლად, ფონდი დააარსა
ამ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ თითქმის ხუთი წელი გავიდა, მოდელის მეგობრები თუ უცნობი ადამიანები კი მუდმივად აღნიშნავენ, რომ თიკო ძალიან ძლიერი და პოზიტიური ადამიანია. მისი პირადი თუ ოჯახური ფოტოები გულშემატკივრების მხრიდან ყოველთვის უამრავ კომპლიმენტსა და დადებით შეფასებას იმსახურებს.
ამჯერად თიკო ჩხეიძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ მისმა ოჯახმა ტატას სახელზე ტაძარი ააშენა:
ასევე დაგაინტერესებთ: „მოვა დრო და ჩვენს გოგოებს შევხვდებით, მაგრამ დედის გულს აქ რომ უნდა იყოს, ამას რა ვუყოთ...“ - თიკო ჩხეიძე მარიტა მეფარიშვილის დედის წერილს აქვეყნებს
"ჩემი ოჯახის ყველაზე დიდი მიღწევა ეს ტაძარია. ტატას სახელზე აშენებული ულამაზესი წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი. მადლობა მეუფე იობს გაწეული დახმარებისთვის" - წერს თიკო ჩხეიძე.