ტელესახე თამუნა მუსერიძე და მსახიობი სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე რამდენიმე წელია, რაც ცოლ-ქმარნი არიან. მათ ორი საერთო გოგონა ჰყავთ. წინა ქორწინებიდან სანდროს გოგონა, თამუნას კი ვაჟი ჰყავს.
სანდროსა და თამუნას ურთიერთობის შესახებ ცნობილი 2015 წელს გახდა. ისინი რამდენიმე თვის განმავლობაში დაშორებულები იყვნენ, თუმცა, საბოლოოდ, შერიგდნენ და დღეს ბედნიერი ოჯახი აქვთ. მათ ორი საერთო შვილი, ანიკა და მარიანა ჰყავთ.
სანდრო პროფესიით მსახიობია და არაერთ ცნობილ სპექტაკლსა და ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული.
თამუნა ტელეწამყვანია და წლების განმავლობაში ხშირად ჩანდა ტელეეკრანებზე, სულ ცოტა ხნის წინ ეთერში მისი საავტორო გადაცემა „ვეძებ“ გავიდა, რომლის საშუალებითაც დაკარგული, გაყიდული ან გაშვილებული ადამიანები ოჯახის წევრების პოვნას ცდილობენ. თამუნამ სოციალურ ქსელში ჯგუფიც შექმნა, სადაც დაკარგული ახლობელი არაერთმა ადამიანმა იპოვა.
თამუნა წლების მანძილზე თავადაც ეძებდა ბიოლოგიურ მშობლებს, თუმცა ამ დრომდე მათი ვინაობის დადგენა ვერ შეძლო:
"ჩემი ცხოვრება დაუსრულებელი სერიალი რომ არის, ეს უკვე ყველამ იცით, მაგრამ ყველა სერიალს აქვს ბოლო სერია და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე გავალთ ბოლოში. თუმცა, როგორც ვხედავ, იქამდე საკმაოდ დიდი გზა მაქვს გასავლელი. 6-თვიანი ძიების და გენეტიკური კვლევების შედეგად საბოლოოდ მივაგენი ბიოლოგიურ ბაბუას. დღეს მამიდაჩემის (ან დეიდაჩემის) ტესტის დადებითი პასუხი მოვიდა, მაგრამ ზუსტად ამ პასუხმა დაგვაბრუნა ისევ დასაწყისში. გამომდინარე იქიდან, რომ ჩემს ყველა ნათესავს ეს ტესტი გაკეთებული აქვს, გამოსაკვლევი აღარავინ დარჩა. ანუ! ბაბუაჩემს სადღაც კიდევ ერთი შვილი ჰყავს (ჩემი მშობელი), რომელზეც ინფორმაცია ნათესავებს არ აქვთ.
ბაბუაჩემი - გენადი ნანავა, 1918 წელს ზუგდიდში დაიბადა. სხვადასხვა წელს იყო გაგრის სანატორიუმის დირექტორი და რუსთავის სპეცმშენის კადრების უფროსი. ძალიან უყვარდა ლექსების წერა. სამწუხაროდ, საკმაოდ ახალგაზრდა, 33 წლის ასაკში, 1952 წელს ზუგდიდის ციხეში ტრაგიკულად გარდაიცვალა.
თუ ვინმეს გეცნობათ ეს სახელი და გვარი, თუ იცით, რომ თქვენი ბაბუა ან მამა იყო გენადი ნანავა, თუ ჭორის დონეზე გაქვთ რამე ისტორიისთვის ყური მოკრული, გთხოვთ, შემეხმიანეთ...
აგრეთვე მთელი გულით გთხოვთ - ეს პოსტი გააზიარეთ, იქნებ ეს ისტორია ვინმეს ყურამდე მივიტანოთ..." - წერდა ის.
თამუნა მუსერიძე „ბი-ბი-სიმ“ 2023 წლის წარმატებული ქალების ასეულში დაასახელა. სატელევიზიო პროექტის "ვეძებ" ის ასეულში ძალიან ცნობილი ქალბატონების, მათ შორის, მიშელ ობამას გვერდით აღმოჩნდა.
„ღმერთო არ მჯერა ახლა ამას რომ ვწერ!
უკვე 10 წელია, ყოელი წლის ბოლოს BBC მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გამორჩეული ქალების ასეულს აქვეყნებს. იმ ქალების, რომლებმაც საკუთარ ქვეყანაში გარკვეული წვლილი შეიტანეს და მის მიმართ ინტერესი მისი ქვეყნების ფარგლებს გაცდა.
წელს პირველად „ბი-ბი-სი“ საქართველოში განვითარებული მოვლენებით დაინტერესდა!
წელს პირველად, ქართველი ქალი მოხვდა მსოფლიო ინფლუენსერი ქალების ასეულში!"
წელს მიშელ ობამასთან ერთად ამ ასეულში მე აღმოვჩნდი!!!
ჯერ ვცახცახებ და შეიძლება კარგად ვერ ვერ ვალაგებ ტექსტს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ეს ყველაფერი ამად ღირდა!..
სიმართლის არგაგება და სიმართლისთვის ბრძოლა ამად ღირდა!
არასდროს თქვათ თქვენ მიზნებზე უარი, არასდროს დაიხიოთ უკან. არასდროს ჩაიქნიოთ ხელი და გახსოვდეთ. ცუდს აუცილებლად! აუცილებლად მოსდევს კარგი!
თუმცა ამ სიაში მარტო ჩემი ბრძოლით ვერ მოვხვდებოდი. უდიდესი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემ გოგოებს: ია ყველაშვილი, Ani Grdzelishvili Maia Ti Mariam Nozadze ნინო მინდიაშვილი, ნინა მინდიაშვილი, მარიამ ტუღუში…
მადლობა ჩემს ქმარს მოთმინებისთვის და ატანისთვის.
მადლობა GOOD LOOK-ს მუდამ ჩემ გვერდში ყოფნისთვის.
და მადლობა ELKE SHOP-ს .
ალბათ, კიდევ ძალიან ბევრი ადამიანისთვის მაქვს მადლობა სათქმელი. ცოტას დავლაგდები და გავაგრძელებ!..“ - წერს თამუნა მუსერიძე.