პირველი და მთავარი წესი გახლავთ ის, რომ სახლის დალაგება ლოგინის თეთრეულის გამოცვლით უნდა დაიწყოთ. კარგი იქნება, თუ თეთრეულის გადაკვრამდე მატრასს მტვერსასრუტით დაამუშავებთ. ამ პროცედურის ჩატარება კვირაში მინიმუმ ერთხელ მაინც არის აუცილებელი. ამის შემდეგ მტვრისგან იწმინდება ფარდები და ჟალუზები. ესეც მტვერსასრუტით ან სველი ტილოთი კეთდება. აღსანიშნავია, რომ სველი ტილო ბევრად ეფექტურია.
მტვრის ასაღებად ყველაზე მეტად მიკროფიბრის ტილო გამოგადგებათ. საწმენდი სითხე სწორედ ამ ტილოზე დააქვთ. ძვირიანი საშუალებების ძალიან კარგი ალტერნატივაა თბილ წყალში გაზავებული ვაშლის ძმარი - 1ლ. წყალზე 200 მლ. ძმარი.