„სუხიშვილების“ ყოფილ მოცეკვავეს, თეა დარჩიას, ოთხი შვილი ჰყავს – ყველაზე უფროსი, მარიამი, რომელიც 30 წლისაა, დედის გზას გაჰყვა და თავადაც "სუხიშვილების" მოცეკვავეა. მირიანი თეა დარჩიას მეორე შვილია, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ბავშვობის სიყვარულზე, უმშვენიერეს ელენე ბარამიძეზე იქორწინა. იონა და გაბრიელი ჯერ სკოლის მოსწავლეები არიან, თუმცა იოანამ უკვე გამოამჟღავნა სიყვარული ქართული ცეკვის მიმართ და დედის სტუდიაშიც ცეკვავს.
მოცეკვავეს ოჯახსა და პირადზე არაერთხელ უსაუბრია. ერთ-ერთ ინტერვიუში თეა მეუღლის შესახებ საუბრობდა:
მე და გუჯა ხუთი წელი ვცეკვავდით ერთად ანსამბლში. ყველასგან ძალიან განსხვავებული ადამიანი იყო ქცევით, ხასიათითა და გარეგნობით. გულში გავიფიქრე, თუ მე ოჯახს შევქმნიდი და შვილები მეყოლებოდა, ის იქნებოდა ჩემი შვილების მამა. თამამად ვამბობ, ურთიერთობაში ინიციატორი მე ვიყავი, გრძნობებშიც მე გამოვუტყდი. ისე აღმოჩნდა ტაძარში ჩემ გვერდით, რომ ვერ მიხვდა... დღემდე ვერ ხვდება, რა შარში გაყო თავი.
"დედის ასლი... უმშვენიერესი იოანა დიდი მომავლით" - თეა დარჩიას უმცროსი ქალიშვილის შთამბეჭდავი ცეკვა და ფოტოები
"დედა, მამა, ყველაზე ძალიან მიყვარხართ! მადლობა ყველაფრისთვის" - მარიამ მათიაშვილის ემოციური მიმართვა მშობლებს და მათთან ერთად შესრულებული ულამაზესი ცეკვა
ბევრი შვილი უნდა გააჩინო. სხვაგვარად სიყვარულის განახლება არ ხერხდება. რაც მეტი შვილი გყავთ, მით მეტია სიყვარული. ჩემთვის ადვილია შვილების გაზრდა, პრინციპში, ცხრა თვე მუცლით ტარება და მშობიარობა მიწევს, დანარჩენი პასუხისმგებლობა მთლიანად ჩემს მეუღლეს აქვს აღებული. არც ერთ შვილზე არ მყოლია ძიძა, ყველას შრომას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ძიძის ინსტიტუტის არ მესმის. ჩემმა შვილმა ჩემზე მეტად ძიძა რომ შეიყვაროს, იქვე გული გამისკდება. ეგ კი არა, მამა რომ უფრო მეტად უყვართ, იმაზე მეშლება ნერვები!
გუჯა ეთამაშება ხოლმე ბავშვებს, მე, სტუდიიდან გამომდინარე, უფრო მასწავლებლური მიჭირავს, თუმცა ვიცი, რომ ბავშვი დამოძღვრით კი არა, მშობლის წამხედურობით იზრდება. თუ რამე არ მოგწონს, შვილს იმწუთასვე უნდა დაუფიქსირო, მერე აზრი აღარ აქვს" - ამბობდა თეა.
ამჯერად ის რადიო ფორტუნას გადაცემის სტუმარია, სადაც პროფესიაზე, ცეკვასა და შვილებზე საუბრობს:
"წესრიგი მნიშვნელოვანია და მას სიმკაცრით მიაღწევს თუ სიყვარულით, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია არ დაჩაგრო ბავშვი და არ უნდა შეულახო ღირსება. შენიშვნა მნიშვნელოვანია, რადგან შენიშვნის გარეშე ადამიანი ვერ იზრდება.
ვთვლი, რომ ცეკვა ქალისა და კაცის ხასიათის გამოხატულებაა.
ჩემი უფროსი ქალიშვილი ჩემს გზას გაჰყვა. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა, ილიკო და ნინო სუხიშვილებს, რადგან შვილი გამომიზარდეს.
სანამ რამე ცოცხალია, ადამიანიდან დაწყებული, ბალახით დამთავრებული ,უნდა განიცდიდეს ყოველდღიურ ტრანსფორმაციას. რაც აჩერებს განვითარებას და ძიებას, ის კვდება" - ამბობს თეა დარჩია.