ანუკი არეშიძისა და კახი კალაძის წყვილი უკვე წლებია, აქტუალობას არ კარგავს. მათი ურთიერთობა, ოჯახი და შვილები საზოგადოების მხრიდან ყოველთვის დიდ ყურადღებასა და სიყვარულს იმსახურებს. ანუკისა და კახას ოთხი შვილი: ლევანი, კახაბერი, ვაჩე და ნიკოლა ჰყავთ.
ანუკიმ და კახამ ერთმანეთი იტალიაში გაიცნეს:
“მე ვიყავი 18 წლის. კახა ჩემზე 11 წლით დიდია. მაშინ შევხვდით ერთმანეთს და უბრალოდ გავიცანით. მერე, როგორც მითხრა, პირდაპირი ჩართვა მქონდა და მაშინ ვუნახივარ. მერე მითხრა, რომ შეგხვდი, მაშინ გამახსენდა, რომ ის გოგო იყავი, რომელიც მომეწონაო. ყველაფერი ძალიან ნელა დაიწყო და განვითარდა ძალიან სწრაფად. 6 თვეში შევქმენით ოჯახი.
მე ძალიან ემოციური ვარ, ყველაფერს გამოვხატავ, ვამბობ. კახი სიყვარულს უთქმელად, ჩუმად გამოხატავდა. თვალებით რომ მელაპარაკებოდა, ეს იყო ჩემთვის ყველაფერი. ალბათ, ცოტა გულდაწყვეტილებიც იყვნენ სხვა გოგონები, როცა მის გვერდით მხედავდნენ“ – ამბობდა ანუკი.
"მე 18 წლის ვიყავი, ის ჩემზე 11 წლით დიდია... კახი სიყვარულს ჩუმად, უთქმელად გამოხატავდა, სხვა გოგოები, ალბათ, გულდაწყვეტილები იყვნენ" - ანუკი არეშიძისა და კახა კალაძის 14-წლიანი სიყვარულის ისტორია, 4 შვილი და ოჯახური იდილია
ანუკი არეშიძემ საკუთარი ბრენდი Anouki 2013 წელს თბილისში შექმნა, თუმცა მას უკვე ევროპაშიც კარგად იცნობენ. დიზაინერი ქალის ხაზის ფეხსაცმელსა და ტანსაცმელთან ერთად, აქსესუარებსაც ქმნის. სულ ცოტა ხნის წინ ანუკი არეშიძემ საბავშვო ხაზის წარმოება დაიწყო, რომელსაც უმცროსი შვილის, ნიკოლასის სახელი დაარქვა.
როგორც ცნობილია, ანუკი არეშიძე ფოტოგრაფიითაა გატაცებული. ის ბევრს მოგზაურობს და მინიმალისტურ, ესთეტიკურ კადრებს გამომწერებსაც ხშირად უზიარებს.
"თქვენი ძალა თქვენი ოჯახია" - კახა კალაძე მეუღლესთან, ანუკი არეშიძესთან ერთად გადაღებულ ოჯახურ კადრებს აქვეყნებს
ანუკი მოწონებას არა მხოლოდ სტილის, არამედ ესთეტიკური და დახვეწილი ფოტოების გამოც ხშირად იმსახურებს. იგი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს და „ინსტაგრამზე“ 1 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს, რომლებიც მის მიმართ დადებით შეფასებებს არასდროს იშურებენ.
"დიახ, ეს მე ვარ, ასეთი იყო ჩემი კანი... უამრავ ადამიანს აწუხებს აკნე და გაგიზიარებთ, როგორ ვუმკურნალე" - ანუკი არეშიძე გამომწერების კითხვებს პასუხობს
ანუკი გამორჩეული სტილის გამო მოდურად ჩაცმის მოყვარულების ინსპირაციის წყაროდ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ იტალიაში, საფრანგეთსა და უკრაინაშიც იქცა.
ანუკი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და ხშირად აქვეყნებს ინფრომაციას როგორც პროფესიული სიახლეების შესახებ, ასევე კადრებს საკუთარი ყოველდღიურობიდან. განსაკუთრებულ სიყვარულს მისი უმცროსი შვილი, ნიკოლას კალაძე იმსახურებს. ნიკოლასს თავადაც მოსწონს კამერებთან პოზირება და დედის სოციალურ ქსელში ხშირად ჩანს. ამჯერად ანუკი სწორედ შვილების, ნიკოლასისა და ვაჩეს ვიდეოს აქვეყნებს: "კარგი ბიჭების კარგი დედა", "როცა შვილებს სწორად ზრდი", "უსაყვარლესი ძმები' - წერენ კომენტარებში.