"მყავს პატარა ბავშვი, რომელიც ცოტა ხნის წინ გახდა 5 წლის. ამ დროის განმავლობაში მთლიანად მას მივუძღვენი ცემი თავი" - ანა ახვლედიანი. - Marao

"უამრავი კითხვა შემომდის იმის შესახებ, თუ სად არის ჩემი მეუღლე... რას ვაკეთებდი ამ 5 წლის მანძილზე?' - რას ამბობს ანა ახვლედიანი მეუღლის შესახებ და რატომ მიატოვა მან სამოდელო კარიერა

2023-12-02 15:39:02+04:00

მო­დე­ლი ქუ­თა­ი­სი­დან - ასე გა­იც­ნო ულა­მა­ზე­სი ანა ახვლე­დი­ა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ რამ­დე­ნი­მე წლის წინ. ანას წარ­მა­ტე­ბულ სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რას უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­დნენ და გო­გო­ნას ლივ ტა­ი­ლე­რი­სა და ბი­ან­კა ბალ­ტის ნა­ზავს უწო­დებ­დნენ.

თბი­ლი­სის წამ­ყვან სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შემ­დეგ, მო­დე­ლი უკვე ჩვე­ნე­ბებ­ზე გა­მო­დი­ო­და და მი­სით პა­რი­ზი­სა და ლონ­დო­ნის სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ.

2014 წელს ანა Dolce&Gabanna-ს კას­ტინგზე 500 გო­გო­ნა­დან ამო­არ­ჩი­ეს. გო­გო­ნა თა­ნამ­შრომ­ლობ­და მო­დის ისეთ გა­მო­ცე­მებ­სა და სა­ა­გენ­ტო­ებ­თან, რო­გო­რე­ბი­ცაა VOGUE, ELLE Magazine, HELLO Magazine Georgia, Brave Models Management.

სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა პრო­ექტ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში"... შო­უ­ში ანამ მო­ცეკ­ვა­ვე ოთო ფო­ლა­დაშ­ვი­ლის სა­ხით სიყ­ვა­რუ­ლი იპო­ვა, თუმ­ცა მათი რო­მა­ნი რამ­დე­ნი­მე თვე­ში დამ­თავ­რდა. მა­შინ მო­დელ­მა მო­ცეკ­ვა­ვეს უსურ­ვა, რომ ისე­თი ქალი ეპო­ვა ცხოვ­რე­ბა­ში, რო­გო­რიც დე­და­მისს მო­ე­წო­ნე­ბო­და. მო­დე­ლის მი­ნიშ­ნე­ბით, ის მო­მა­ვა­ლი დე­დამ­თი­ლის­თვის სა­სურ­ვე­ლი სარ­ძლო არ აღ­მოჩ­ნდა. დიდი ხანი არ გა­სუ­ლა, რო­დე­საც ანას ცხოვ­რე­ბა­ში ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლი გა­მოჩ­ნდა მო­დელ გიგი ბე­რა­ი­ას სა­ხით.

ერ­თმა­ნე­თი მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­იც­ნეს. მალე კა­რი­ე­რის გამო ანას სა­ზღვარ­გა­რეთ მო­უ­წია წას­ვლა და წყვილ­მა კონ­ტაქ­ტი გა­წყვი­ტა, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ, ერ­თმა­ნეთს და­უბ­რუნ­დნენ.

მათი წყვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში გა­მორ­ჩე­უ­ლი გა­რეგ­ნო­ბის გამო მო­ექ­ცა. მათ­ზე ხში­რად იწე­რე­ბო­და და მალე იქორ­წი­ნეს და ცხოვ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­წყეს.

"ძალიან ბედნიერი ვარ და ჩემთვის ოჯახი სულ პირველ ადგილას იქნება!" - ანა ახვლედიანისა და გიგი ბერაიას ოჯახური იდილია 

"ევა 4 წლის გახდა" - როგორ აღნიშნა მოდელმა ანა ახვლედიანმა შვილის იუბილეა 

"ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ და ჩემ­თვის ოჯა­ხი სულ პირ­ველ ად­გი­ლას იქ­ნე­ბა!..“ - ამ­ბობ­და უცხო­ეთ­ში კა­რი­ე­რის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ ანა. 2018 წელს ანას და გი­გის ქა­ლიშ­ვი­ლი ევა გა­უჩ­ნდათ. გიგი ჩარ­თუ­ლია შვი­ლის გაზ­რდა­ში და ხში­რად აქ­ვეყ­ნებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბავ­შვთან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს. როგორც ანა ამბობს, ამ ხუთი წლის მანძილზე თავი მთლიანად შვილის აღზრდას მიუძღვნა, ახალი კი აპირებს, რომ აქტიურად გააგრძელოს საქმიანობა, თუმცა არა სამოდელო სფეროში, არამედ როგორც ინფლუენსერმა. ამის შესახებ ანა ახვლედიანმა საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე დასმული კითხვების საშუალებით ისაუბრა:

"ბოლო პერიოდია, ანუ 5 წელია, აღარ ვაქტიურობ, რადგან 5 წლის წინ შემეძინა შვილი. ამ დროის განმავლობასი შევეცადე, რომ ჩემი თავი მთლიანად მისთვის მიმეძღვნა. უკვე რამდენიმე თვეა, რაც ბაღში წავიდა და ის თავისუფალი დრო, რაც გამომიჩნდა, რატომაც არ მოვახმარო კარიერას. სამოდელო სფეროში დაბრუნებას აღარ ვაპირებ, იმიტომ, რომ ახალ ეტაპზე ვარ.  მაქვს შემოთავაზებები რამდენიმე ბრენდისგან როგორც ინფლუენსერს, ვნახოთ, რა როგორ იქნება მომავალში.

უამრავი კითხვა შემომდის იმის შესახებ, თუ სად არის ჩემი მეუღლე. სად არის და მუშაობს, სად უნდა იყოს?! გვიან მოდის სახლში, საშინლად არ უყვარს არც ფოტოების გადაღება, არც ვიდეოს გადაღება. მეტი რა გითხრათ..." - ამბობს ანა.