მოდელი ქუთაისიდან - ასე გაიცნო ულამაზესი ანა ახვლედიანი საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ. ანას წარმატებულ სამოდელო კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ და გოგონას ლივ ტაილერისა და ბიანკა ბალტის ნაზავს უწოდებდნენ.
თბილისის წამყვან სამოდელო სააგენტოებთან თანამშრომლობის შემდეგ, მოდელი უკვე ჩვენებებზე გამოდიოდა და მისით პარიზისა და ლონდონის სამოდელო სააგენტოები დაინტერესდნენ.
2014 წელს ანა Dolce&Gabanna-ს კასტინგზე 500 გოგონადან ამოარჩიეს. გოგონა თანამშრომლობდა მოდის ისეთ გამოცემებსა და სააგენტოებთან, როგორებიცაა VOGUE, ELLE Magazine, HELLO Magazine Georgia, Brave Models Management.
სწორედ ამ პერიოდში მიიღო მონაწილეობა პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში"... შოუში ანამ მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილის სახით სიყვარული იპოვა, თუმცა მათი რომანი რამდენიმე თვეში დამთავრდა. მაშინ მოდელმა მოცეკვავეს უსურვა, რომ ისეთი ქალი ეპოვა ცხოვრებაში, როგორიც დედამისს მოეწონებოდა. მოდელის მინიშნებით, ის მომავალი დედამთილისთვის სასურველი სარძლო არ აღმოჩნდა. დიდი ხანი არ გასულა, როდესაც ანას ცხოვრებაში ახალი სიყვარული გამოჩნდა მოდელ გიგი ბერაიას სახით.
ერთმანეთი მეგობრის დაბადების დღეზე გაიცნეს. მალე კარიერის გამო ანას საზღვარგარეთ მოუწია წასვლა და წყვილმა კონტაქტი გაწყვიტა, თუმცა საბოლოოდ, ერთმანეთს დაუბრუნდნენ.
მათი წყვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში გამორჩეული გარეგნობის გამო მოექცა. მათზე ხშირად იწერებოდა და მალე იქორწინეს და ცხოვრება საქართველოში დაიწყეს.
"ევა 4 წლის გახდა" - როგორ აღნიშნა მოდელმა ანა ახვლედიანმა შვილის იუბილეა
"ძალიან ბედნიერი ვარ და ჩემთვის ოჯახი სულ პირველ ადგილას იქნება!..“ - ამბობდა უცხოეთში კარიერის დატოვების შემდეგ ანა. 2018 წელს ანას და გიგის ქალიშვილი ევა გაუჩნდათ. გიგი ჩართულია შვილის გაზრდაში და ხშირად აქვეყნებს სოციალურ ქსელში ბავშვთან ერთად გადაღებულ ფოტოებს. როგორც ანა ამბობს, ამ ხუთი წლის მანძილზე თავი მთლიანად შვილის აღზრდას მიუძღვნა, ახალი კი აპირებს, რომ აქტიურად გააგრძელოს საქმიანობა, თუმცა არა სამოდელო სფეროში, არამედ როგორც ინფლუენსერმა. ამის შესახებ ანა ახვლედიანმა საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე დასმული კითხვების საშუალებით ისაუბრა:
"ბოლო პერიოდია, ანუ 5 წელია, აღარ ვაქტიურობ, რადგან 5 წლის წინ შემეძინა შვილი. ამ დროის განმავლობასი შევეცადე, რომ ჩემი თავი მთლიანად მისთვის მიმეძღვნა. უკვე რამდენიმე თვეა, რაც ბაღში წავიდა და ის თავისუფალი დრო, რაც გამომიჩნდა, რატომაც არ მოვახმარო კარიერას. სამოდელო სფეროში დაბრუნებას აღარ ვაპირებ, იმიტომ, რომ ახალ ეტაპზე ვარ. მაქვს შემოთავაზებები რამდენიმე ბრენდისგან როგორც ინფლუენსერს, ვნახოთ, რა როგორ იქნება მომავალში.
უამრავი კითხვა შემომდის იმის შესახებ, თუ სად არის ჩემი მეუღლე. სად არის და მუშაობს, სად უნდა იყოს?! გვიან მოდის სახლში, საშინლად არ უყვარს არც ფოტოების გადაღება, არც ვიდეოს გადაღება. მეტი რა გითხრათ..." - ამბობს ანა.