ვინ არიან და როგორ გამოიყურებიან ყველა დროის ულამაზესი ქართველი ქალების ქალიშვილები - ჰგვანან თუ არა დედებს - Marao

ვინ არიან და როგორ გამოიყურებიან ყველა დროის ულამაზესი ქართველი ქალების ქალიშვილები - ჰგვანან თუ არა დედებს

2023-12-02 18:12:58+04:00

ძვე­ლი თა­ო­ბის ულა­მა­ზეს ქარ­თველ ქა­ლებ­ზე არა­ერ­თი სტა­ტია და­წე­რი­ლა. ცნო­ბი­ლე­ბი არი­ან მათი შვი­ლე­ბი, მაგ­რამ არა ყვე­ლა­სი. გა­დავ­წყვი­ტეთ, დღეს იმ მსა­ხი­ო­ბე­ბის შვი­ლებ­ზე მოგ­ვე­ყო­ლა, რომ­ლე­ბიც ის­ტო­რი­ას სა­მუ­და­მოდ შე­მორ­ჩნენ. სტა­ტი­ა­ში მო­გი­თხრობთ იმ ქა­ლებ­ზე, რომ­ლებ­საც ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი შე­ე­ძი­ნათ. არ გვინ­და, რომ მკი­თხველ­მა იფიქ­როს, გა­მოგ­ვრჩა ისე­თი ლა­მა­ზი და ღირ­სე­უ­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი, რო­გო­რე­ბიც იყ­ვნენ დოდო ჭი­ჭი­ნა­ძე, ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე, ლე­ი­ლა აბა­ში­ძე და სხვე­ბი...

ულა­მა­ზე­სი კირა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლის მა­მი­და ლე­გენ­და­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბი - ნატო ვაჩ­ნა­ძე გახ­ლდათ. კირა ან­დრო­ნი­კაშ­ვილს ორი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს. ნინა კა­ლან­და­ძე ჟურ­ნა­ლისტ ლიკა ევ­გე­ნი­ძის დე­დაა. მე­ო­რე ქა­ლიშ­ვი­ლი, ქეთი ყი­ა­საშ­ვი­ლი ძა­ლი­ან ჰგავს დე­დას.

მშვე­ნი­ერ ბელა მი­რი­ა­ნაშ­ვილს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან მსა­ხი­ო­ბი ნა­ნუ­კა ხუს­კი­ვა­ძე შე­ე­ძი­ნა, მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა­ში კახი კავ­სა­ძეს­თან ვაჟი, ირაკ­ლი კავ­სა­ძე, რო­მე­ლიც ახლა ოჯახ­თან ერ­თად ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს.

მსა­ხი­ობ ოთარ კო­ბე­რი­ძის და ლია ელი­ა­ვას ქა­ლიშ­ვი­ლი ნანა კო­ბე­რი­ძე ნა­ად­რე­ვად გარ­და­იც­ვა­ლა. ნანა პრო­ფე­სი­ით მხატ­ვა­რი იყო, ფო­ტოგ­რა­ფი­ი­თაც იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი. მას ერთი შვი­ლი, ანკა მან­ჯგა­ლა­ძე დარ­ჩა. ნანა კო­ბე­რი­ძე მძი­მე სენს ებ­რძო­და.

მე­დეა ჩა­ხა­ვას სპორ­ტულ კო­მენ­ტა­ტორ კოტე მა­ხა­რა­ძეს­თან წლე­ბის წინ მშვე­ნი­ე­რი მაკა მა­ხა­რა­ძე შე­ე­ძი­ნა. მსა­ხი­ო­ბის ვაჟი გახ­ლავთ რე­ჟი­სო­რი თე­მურ ჩხე­ი­ძე. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღ­ვნიშ­ნოთ ისიც, რომ ქალ­ბა­ტონ მე­დე­ას ორი ულა­მა­ზე­სი მსა­ხი­ო­ბი შვი­ლიშ­ვი­ლი, ნატა მურ­ვა­ნი­ძე და ეკა ჩხე­ი­ძე ჰყავს.

წაიკითხეთ სრულად