ძველი თაობის ულამაზეს ქართველ ქალებზე არაერთი სტატია დაწერილა. ცნობილები არიან მათი შვილები, მაგრამ არა ყველასი. გადავწყვიტეთ, დღეს იმ მსახიობების შვილებზე მოგვეყოლა, რომლებიც ისტორიას სამუდამოდ შემორჩნენ. სტატიაში მოგითხრობთ იმ ქალებზე, რომლებსაც ცხოვრების მანძილზე ქალიშვილები შეეძინათ. არ გვინდა, რომ მკითხველმა იფიქროს, გამოგვრჩა ისეთი ლამაზი და ღირსეული მსახიობები, როგორებიც იყვნენ დოდო ჭიჭინაძე, ლიკა ქავჟარაძე, ლეილა აბაშიძე და სხვები...
ულამაზესი კირა ანდრონიკაშვილის მამიდა ლეგენდარული მსახიობი - ნატო ვაჩნაძე გახლდათ. კირა ანდრონიკაშვილს ორი ქალიშვილი ჰყავს. ნინა კალანდაძე ჟურნალისტ ლიკა ევგენიძის დედაა. მეორე ქალიშვილი, ქეთი ყიასაშვილი ძალიან ჰგავს დედას.
მშვენიერ ბელა მირიანაშვილს პირველი ქორწინებიდან მსახიობი ნანუკა ხუსკივაძე შეეძინა, მეორე ქორწინებაში კახი კავსაძესთან ვაჟი, ირაკლი კავსაძე, რომელიც ახლა ოჯახთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს.
მსახიობ ოთარ კობერიძის და ლია ელიავას ქალიშვილი ნანა კობერიძე ნაადრევად გარდაიცვალა. ნანა პროფესიით მხატვარი იყო, ფოტოგრაფიითაც იყო გატაცებული. მას ერთი შვილი, ანკა მანჯგალაძე დარჩა. ნანა კობერიძე მძიმე სენს ებრძოდა.
მედეა ჩახავას სპორტულ კომენტატორ კოტე მახარაძესთან წლების წინ მშვენიერი მაკა მახარაძე შეეძინა. მსახიობის ვაჟი გახლავთ რეჟისორი თემურ ჩხეიძე. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ქალბატონ მედეას ორი ულამაზესი მსახიობი შვილიშვილი, ნატა მურვანიძე და ეკა ჩხეიძე ჰყავს.
წაიკითხეთ სრულად