"ახლა დედა რომ ცოცხალი იყოს, ჩავეხუტებოდი, ხელს აღარ გავუშვებდი, ბევრ იასამანს მივუტანდი, ვეტყოდი – ყველაფერს გადავდებ, ოღონდ აქ დარჩი, ოღონდ ერთად ვიყოთ-მეთქი! სულ მახსოვს და სანამ ჩემი გული ფეთქავს, სულ მემახსოვრება. ყოველი მისი გახსენება ჩემთვის ცრემლია. მისი არავითარი ნივთი თან არ დამაქვს, დედა გულში მყავს!” - ამბობდა ნიკუშა შენგელაია დედაზე, სოფიკო ჭიაურელზე.
ალბათ, ყველას ეგონა, რომ გენიალური გიორგი შენგელაიასა და სოფიკო ჭიაურელის ვაჟი მშობლების გზას გააგრძელებდა, მაგრამ ის მხატვარი გახდა, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადმიის ფერწერის ფაკულტეტი 1982 წელს და ცხოვრება, მშობლების მსგავსად, საინტერესოდ წარმართა.
"კოტე მახარაძემ მითხრა, რას დაერიე ჩემს ცოლებსო..." - სოფიკო ჭიაურელისა და მედეა ჩახავას უნიკალური ფოტო და ისტორია...
"სანამ გყავს ცოცხალი დედა, ინარჩუნებ ბავშვობას. ის არის ადამიანი, რომელიც დაუფიქრებლად თავის სიცოცხლეს გჩუქნის. ყველაზე მეტად მახსენდება დედაჩემის სუნი და ღიმილი…
დედაჩემი შვილების გარეშე არსად არ დადიოდა…გადაღებაზე სვიტრებს გვიქსოვდა, უცებ დადგებოდა როლს ითამაშებდა… როცა დედა შენ გვერდითაა, მადლობას არ ეუბნები. ამის თქმა ახლა ძალიან მინდა. მინდა მადლობა ვუთხრა იმ ყველაფრისთვის, რაც ცხოვრებაში მომანიჭა. მადლობა იმისთვის, რომ ის იყო დედაჩემი... ახლა დედაჩემის ნახვის საშუალება რომ მქონდეს, არაფერს არ ვეტყოდი, ჩავეხუტებოდი და აღარ მოვშორდებოდი“, - ამბობს ნიკუშა შენგელაია „რუსთავი 2“-თან საუბრისას.
"ძალიან მიყვარს ჩემი მეუღლე, თუმცა ის დედაჩემს სულ არ ჰგავს; არასდროს შემიდარებია რომელიმე ქალი დედისთვის" - ნიკუშა შენგელაია ოჯახისა და მეუღლის შესახებ
სოფიკო ჭიაურელს შესრულებული აქვს როლები ასზე მეტ კინოფილმში. სოფიკო ერთადერთი საბჭოთა მსახიობია, რომელიც შვიდჯერ დაჯილდოვდა პრემიით „საუკეთესო ქალის როლისთვის“ საერთაშორისო კონკურსებზე.
სოფიკო ჭიაურელი დაიბადა თბილისში, ლეგენდარული მსახიობის, ვერიკო ანჯაფარიძისა და კინორეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ოჯახში. ჰყავდა ორი ძმა: ოთარ ჭიაურელი (1915–1964) და რამაზ ჭიაურელი. სოფიკო ასევე განთქმული კინორეჟისორის, გიორგი დანელიას დეიდაშვილი იყო.

„ერთი თვის განმავლობაში სახელი არ მქონდა... ერთი თვის შემდეგ მამამ ორი ფურცლის ნაგლეჯზე დაწერა ეს ორი სახელი, ქუდში ჩაყარა და ხელი ჩამაყოფინა“ - სოფიკო ჭიაურელის აქამდე უცნობი ისტორია
1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (ბ. ბიბიკოვის სტუდია) 1960–1964 და 1968 წლიდან იყო კოტე მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის მსახიობი, ხოლო 1964–1968 წლებში კი — რუსთაველის თეატრის.
სოფიკო ორჯერ იყო გათხოვილი. პირველად გიორგი შენგელაიას გაჰყვა, შემდეგ კი - კოტე მახარაძეს.
გარდაიცვალა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 2008 წლის 2 მარტს თბილისში, 70 წლის ასაკში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში, მეუღლის - კოტე მახარაძის გვერდით.