ყველასთვის საყვარელი მსახიობი, პოპულარული სერიალის, „ჩემი ცოლის დაქალების“ გმირი ქეთი ჩხეიძე, ტელეეკრანებსა და თეატრის სცენაზე ხშირად ჩანს და მას უამრავი გულშემატკივარი ჰყავს.
ამჯერად ქეთი ჩხეიძე „ნიკოლოზის კითხვებში“ მეუღლესთან დაშორების ტკივილიან ეპიზოდს იხსენებს:
„მისგან იყო ხელის შეწყობა, აღფრთოვანება ჩემი პროფესიის და ჩემ მიმართაც. პირველი წლები მოცული ვიყავი ჩემი დედური მდგომარეობით…დაშორება გააზრებული იყო, მაგრამ მაინც მტკივნეული აღმოჩნდა. ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში, მტკივნეული იყო და დიდხანს გამყვა. მქონდა ეჭვები, რამდენად სწორი იყო ეს ყველაფერი, ბავშვები მაინც მთავარია, როცა მათ ბედ-იღბალს შენ შენებურად გადაწყვეტ… მე მივიღე დაშორების გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ერეკლემაც, მაგრამ – მე… დრო რომ გავიდა, მივხვდი, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო…“
„მიშა რომ გარდაიცვალა, იმ წუთებში გაჩერდა საათი, რომელიც წლების წინ მაჩუქა და ხელიდან არ ვიცილებდი... 11 წელი ზღაპარში ვიცხოვრე და უცებ ყველაფერი გაქრა მიშასთან ერთად...”
„დედა ყოველთვის ჩემი საუკეთესო მეგობარი არ იყო, ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როცა გერმანიაში წავედი...“ - ინანო მუშკუდიანი დედის, ეკა ჩხეიძისა და საკუთარი კარიერის შესახებ
მსახიობს მეუღლის შესახებ ადრეც არაერთხელ უსაუბრია:
„უცებ და მოულოდნელად არაფერი მომხდარა. ჩემი მეუღლე ძალიან დაკავებული ადამიანი იყო. მიუხედავად ამისა, მზრუნველი მამა და მეუღლე გახლდათ. რაღაც მომენტში ვიგრძენი, რომ ერთადერთი და შეუცვლელი აღარ ვიყავი. თითქოს არც არაფერი შეცვლილა ურთიერთობაში, მაგრამ ქალი მცირე ცვლილებასაც გრძნობს ინტუიციით, რაღაც ისე ვერ იყო. ეს ყველაფერი წვეთ-წვეთად მოგროვდა. მე კი არ შემეძლო დიდი სიყვარულის გარეშე ცხოვრება და გავშორდით. ის საუკეთესო მამაა და აქტიურადაა ჩართული შვილების ცხოვრებაში.
ახალგაზრდობაში გადაწყვეტილებებს ფიქრისა და განსჯის შედეგად არ იღებ, უფრო სპონტანური ხარ, შენი მჩქეფარე ენერგია უცებ ითხოვს რეაგირებას. ამ ასაკში შეიძლებოდა, სხვანაირად შემეფასებინა ფაქტები. სამწუხაროდ, გამოცდილება ასაკს მოაქვს“ - ამბობდა ქეთი ჩხეიძე.