ქართული კინო ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. სათავეებს იღებს XX საუკუნის დასაწყისიდან და არსებობის 100 წელზე მეტს მოიცავს. ქართული კინოს დაბადების თარიღად 1908 წელი ითვლება, როცა ვასილ ამაშუკელმა ბაქოში ფილმების გადაღება დაიწყო. დღემდე შემორჩენილი პირველი ფილმია ამაშუკელისვე „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ (1912), ხოლო პირველი მხატვრული ფილმი — გერმანე გოგიტიძის „ქრისტინე“ (1919).
ქართულმა კინომ განვითარების სხვადასხვა ეტაპი გაიარა, მათ შორის, საბჭოთა პერიოდისა და დამოუკიდებლობის შემდგომი ეტაპი. 1990-იანი წლები ქართული კინოში სტაგნაციის პერიოდი იყო. უსახსრობის გამო ცალკეულ ფილმებზე მუშაობა წლების განმავლობაში ჭიანურდებოდა. მრავალი კინემატოგრაფისტი საერთოდ ჩამოშორდა შემოქმედებით პროცესს. ამ პერიოდში ფილმების მინიმალური რაოდენობა გადაიღეს. გამონაკლისი იყო 1996 წელს გადაღებული „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“, რომელიც ერთობლივი ქართულ-ფრანგული პროდუქცია იყო და დიდ საერთაშორისო წარმატებას მიაღწია, მოხვდა რა "ოსკარის" ნომინანტთა სიაში საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში. 2013 წელს რეჟისორ ზაზა ურუშაძის მიერ გადაღებული ქართულ-ესტონური პროდუქცია „მანდარინები“ დასახელებული იყო "ოქროს გლობუსისა" და "ოსკარის" საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიებში, მოიგო საერთაშორისო პრესის აკადემიის პრესტიჟული ჯილდო, გაიმარჯვა მრავალ საერთაშორისო ფესტივალებზე.საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით და საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 ივლისის №588 ბრძანებულებით, დაწესდა ქართული კინოს დღე, რომელიც აღინიშნება 15 მაისს

გთავაზობთ ტესტს. გამოიცანით, რომელი ქართული მხატვრული ფილმიდან არის კადრი.
ტესტის ჩატვირთვას შესაძლოა მცირე დრო დასჭირდეს. გისურვებთ წარმატებას!
გახსენით ტესტი