ქვიზი: რამდენად განათლებული ხართ? - უპასუხეთ კითხვებს ქართული ლიტერატურიდან - Marao

ქვიზი: რამდენად განათლებული ხართ? - უპასუხეთ კითხვებს ქართული ლიტერატურიდან

2023-12-14 15:26:21+04:00

ამ ტესტით შეგიძლიათ საკუთარი თავი შეამოწმოთ, თუ რამდენად კარგად გახსოვთ გამოჩენილი ქართველი მწერლების შემოქმედება და სხვადასხვა ნაწარმოები. თუკი 15 შეკითხვიდან უმრავლესობას სწორად უპასუხებთ, ეს ნიშნავს, რომ შესანიშნავი ზოგადი განათლება გაქვთ:

1. რომელი პოემა იწყება შემდეგი სიტყვებით:

მთის მწვერვალზე, ცის მახლობლად,

 მერცხლის ბუდედ რაღაც მოსჩანს;

თვალთ ისარი, შენატყორცნი,

ვერ არჩევს მის სიგრძეს და განს.

  • "ალუდა ქეთელაური"
  • "ბახტრიონი"
  • "გამზრდელი" 

2. ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები?

  • "შუშანიკის წამება"
  • "აბო თბილელის წამება"
  • "სარჩობელაზედ"

3. რომელი ნაწარმოებიდანაა შემდეგი სიტყვები:

"რაკი ფარდაც ჩამოაფარეთ, ოთახიც დაბნელდება, ვეღარაფერს დაინახავთ. უეცრად შემოიტანეს სანთელი, განათდა ოთახი. განათლებაც ეგ არის."

  • "კაცია-ადამიანი?!"
  • "მგზავრის წერილები"
  • "განდეგილი" 

4. დაასრულეთ აფორიზმი შოთა რუსთაველის პოემიდან "ვეფხისტყაოსანი":

"თუ ყვავი ვარდსა იშოვის, თავი ... ჰგონია;"

  • ბულბული
  • მერცხალი
  • შროშანი 

5. რომელი პოემიდანაა სიტყვები:

"სწავლა სიკვდიმდე შენია, მუდამ შენთანა მყოფელი;

მას გეცილების ვერავინ, არ არის გასაყოფელი.

სხვას ყველას მახე უგია, თავისა გასაყოფელი;

თუ კაცსა ცოდნა არა აქვს, გასტანჯავს წუთისოფელი."

  • "აჩრდილი"
  • "დავითიანი"
  • "ბახტრიონი" 

6. ვის ეკუთვნის ნაწარმოები "ხმელი წიფელი"?

  • ვაჟა-ფშაველას
  • ილია ჭავჭავაძეს
  • აკაკი წერეთელს 

7. ვის აღწერს პოეტი შემდეგი სიტყვებით: "კაცია დავლათიანი, საფიხვნოს თავში დაჯდების, სიტყვა მაუდის გზიანი".

  • მუცალს
  • ალუდა ქეთელაურს
  • მინდიას

წაიკითხეთ სრულად