ამ ტესტით შეგიძლიათ საკუთარი თავი შეამოწმოთ, თუ რამდენად კარგად გახსოვთ გამოჩენილი ქართველი მწერლების შემოქმედება და სხვადასხვა ნაწარმოები. თუკი 15 შეკითხვიდან უმრავლესობას სწორად უპასუხებთ, ეს ნიშნავს, რომ შესანიშნავი ზოგადი განათლება გაქვთ:
1. რომელი პოემა იწყება შემდეგი სიტყვებით:
მთის მწვერვალზე, ცის მახლობლად,
მერცხლის ბუდედ რაღაც მოსჩანს;
თვალთ ისარი, შენატყორცნი,
ვერ არჩევს მის სიგრძეს და განს.
- "ალუდა ქეთელაური"
- "ბახტრიონი"
- "გამზრდელი"
2. ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები?
- "შუშანიკის წამება"
- "აბო თბილელის წამება"
- "სარჩობელაზედ"
3. რომელი ნაწარმოებიდანაა შემდეგი სიტყვები:
"რაკი ფარდაც ჩამოაფარეთ, ოთახიც დაბნელდება, ვეღარაფერს დაინახავთ. უეცრად შემოიტანეს სანთელი, განათდა ოთახი. განათლებაც ეგ არის."
- "კაცია-ადამიანი?!"
- "მგზავრის წერილები"
- "განდეგილი"
4. დაასრულეთ აფორიზმი შოთა რუსთაველის პოემიდან "ვეფხისტყაოსანი":
"თუ ყვავი ვარდსა იშოვის, თავი ... ჰგონია;"
5. რომელი პოემიდანაა სიტყვები:
"სწავლა სიკვდიმდე შენია, მუდამ შენთანა მყოფელი;
მას გეცილების ვერავინ, არ არის გასაყოფელი.
სხვას ყველას მახე უგია, თავისა გასაყოფელი;
თუ კაცსა ცოდნა არა აქვს, გასტანჯავს წუთისოფელი."
- "აჩრდილი"
- "დავითიანი"
- "ბახტრიონი"
6. ვის ეკუთვნის ნაწარმოები "ხმელი წიფელი"?
- ვაჟა-ფშაველას
- ილია ჭავჭავაძეს
- აკაკი წერეთელს
7. ვის აღწერს პოეტი შემდეგი სიტყვებით: "კაცია დავლათიანი, საფიხვნოს თავში დაჯდების, სიტყვა მაუდის გზიანი".
- მუცალს
- ალუდა ქეთელაურს
- მინდიას
წაიკითხეთ სრულად