საკულტო მსახიობი შთააგონებდა ქალებს მთელ მსოფლიოში, შეექმნათ ელეგანტური, ქალური და მართლაც მდიდრული იერი მრავალი ათწლეულის განმავლობაში. და ეს აქსესუარიც მხოლოდ მისი წყალობით აღმოჩნდა პოპულარული.
1961 წელს ეკრანებზე გამოჩნდა ტრუმენ კაპოტეს ამავე სახელწოდების რომანის კინოადაპტაცია - ფილმი "საუზმე ტიფანისთან". მას შემდეგ ეს სურათი სამართლიანად იქცა მსოფლიო კინოს კლასიკად (და ერთ-ერთი იშვიათი მაგალითია, როდესაც ფილმი წიგნზე უკეთესი აღმოჩნდება).
"კაცი არ ტოვებს ცოლს სხვა ქალის გამო, თუ მას წასვლა არ უნდა" - როგორ წაართვა ელიზაბეტ ტეილორმა საუკეთესო მეგობარს ქმარი

ნიუ-იორკი, დილით ადრე. Tiffany & Co-ს მაღაზიის მოპირდაპირედ. მეხუთე ავენიუზე ყვითელი ტაქსი ჩერდება და მშვენიერი ქალი გადმოდის ყავის ჭიქით და ფუნთუშით. ამ აღწერით თქვენს თავში უნებურად ჩნდება სურათი და ჩვენ გთავაზობთ დეტალურად გავიხსენოთ ეს სცენა: ყველაზე სრულყოფილი პატარა შავი კაბა ჟივანშის ისტორიაში, რომელიც სპეციალურად მსახიობისთვისაა შექმნილი მისი მეგობრისა და საყვარელი დიზაინერის, ჰუბერტ დე ჟივანშის მიერ; გრძელი შავი ხელთათმანები, მზის სათვალე, მინი დიადემა და შთამბეჭდავი მარგალიტის ყელსაბამი. ლეგენდარული სამკაულების დიზაინერ როჯერ შემამასგან. თუმცა მაშინ, გარდა მთელი ამ სილამაზისა, ოდრის კიდევ ჰქონდა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რასაც ჩვენი სტატია ეძღვნება - ბრილიანტის საყურეები.
ჩვეულებრივ ცხოვრებაში, კამერებისგან მოშორებით, ჰეპბერნი თითქმის არასდროს ატარებდა სამკაულებს, მით უმეტეს, დიდ ბრილიანტებს, მაგრამ გადასაღებ მოედანზე ის მდიდარი ქალბატონი იყო, ძვირფასი ქვებითა და სამეფო სამკაულებით. სწორედ ეს დიდი საყურეები გახდა სეზონის ყველაზე ტრენდული აქსესუარი.

"კოსმეტიკა ადამიანს გარეგნულად ალამაზებს, მაგრამ ის ვერაფერს მიაღწევს, თუ შინაგანად მახინჯი ხარ" - ოდრი ჰეპბერნის ფრაზები, რომლებიც ყველა ქალმა უნდა წაიკითხოს
რა თქმა უნდა, თანამედროვე სამყაროში და განსაკუთრებით, ზამთარში, ასე არ გამოვიყურებით, მაგრამ აუცილებელი არ არის, დიდი ზომის საყურე ყოველდღიურად მოვირგოთ. უბრალოდ აიღეთ კაილი ჯენერის მაგალითი. ცნობილი ოჯახის ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელმა უბრალო, სადა კაბა დიდი საყურით მარტივად აქცია მდიდრულ და ელეგანტურ სამოსად.

დიეტაზე არასდროს ყოფილა - რა იყო ოდრი ჰეპბერნის სიგამხდრის მთავარი საიდუმლო
ალბათ, იფიქრებთ, რომ ბრილიანტებისა და სხვა ძვირფასი ქვების ყიდვა ყველას არ შეუძლია, თუმცა, სწორედაც რომ, საქმე ძვირადღირებულ ქვებში არ არის. მთავარია, სამკაული დიდი ზომის, მასიური და შთამბეჭდავი იყოს. ასეთი აქსესუარი შესანიშნავი დამატება იქნება თუნდაც ყველაზე საბაზისო სამოსისთვის, იქნება ეს სპორტული კოსტიუმი UGG-ის ჩექმებით თუ ჯინსი მაისურითა და სპორტული ფეხსაცმლით. დააბალანსეთ ფუფუნება და სიმარტივე მოვლილი თმით, მარტივი მაკიაჟითა და თქვენ მყისიერად იგრძნობთ თავს ნამდვილ ლედიდ.