ბავშვი სითბოსა და სიყვარულში რომ უნდა იზრდებოდეს, ეს ყველასთვის ცნობილია, მაგრამ როგორ უნდა დავუმტკიცოთ მას, რომ ის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის და რომ ყველაზე მეტად გვიყვარს?
აი, რამდენიმე ფრაზა, რომელიც თქვენს შვილს კიდევ ერთხელ დაარწმუნებს იმაში, რომ მთელ ქვეყანას გირჩევნიათ:
1. შენ ჩემი ყოჩაღი ხარ!
2. ყველაფერი მშვენივრად გამოგდის.
3. როგორ მენატრებოდი.
4. არასოდეს დაიხიო უკან!
5. ნუ ხარ მორიდებული!
6. (უხმოდ ჩაეხუტო)
7. სულ ცოტა მონდომება და ყველაფერი გამოგივა.
8. რა ბედნიერი ვარ, შენ რომ მყავხარ.
9. ცხოვრებაში ბევრი დაბრკოლებაა, მაგრამ მე ხომ შენთან ვარ.
10. გილოცავ გამარჯვებას!
11. ასე გააგრძელე.
12. ძალიან კარგია!
13. ვამაყობ შენით.
14. შენ საუკეთესო ხარ!
15. მეც ვუშვებდი შეცდომებს, როცა შენხელა ვიყავი.
16. შენი ყურება ერთი სიამოვნებაა.
17. ჩემთვის ყველაფერი მნიშვნელოვანია, რაც შენ გაღელვებს.
18. ჩემო მზეო.
19. ყველაფერი ძალიან კარგად არის.
20. არაჩვეულებრივი აზრია.
21. შენ ამას შეძლებ.
22. (უხმოდ მოეფერო)
23. შენ ისეთი ყურადღებიანი ხარ.
24. ბრწყინვალე მომავალი გელის!
25. გახსოვდეს, საყვარელო, მე სულ შენ გვერდით ვიქნები!
26. შენ ხარ საუკეთესო – რაც გამაჩნია.
27. შენ ყველაფერი გამოგივა – მე ამის მჯერა!
28. დაიძინე, ჩემი ტკბილო. ხვალ ახალი დღე იქნება და ახალი გამარჯვებები!