ახალი წელი სასწაულების, ზეიმის და, რა თქმა უნდა, სახლის დასუფთავების დროა! წინასაახალწლოდ ყველა ალაგებს სახლს. ზოგი ზედმეტ და უსარგებლო ნივთებსაც იშორებს თავიდან, ზოგი კი ახალს ყიდულობს. ზოგი სახლს ყოველდღე აწკრიალებს, ზოგი იშვიათად და სინდისის დასამშვიდებლად ფიქრობს, რომ რაც უფრო იშვიათად დაასუფთავებს სახლს, მით უფრო შესამჩნევი იქნება შედეგი. არ დაგიმალავთ და მეც ამ უკანასკნელ კატეგორიას მივეკუთვნებოდი მანამ, სანამ ამ მოსაწყენ რუტინას სახალისო რიტუალად გადავაქცევდი. დიახ, ვინ თქვა, რომ ეს პროცესი მოსაწყენი უნდა იყოს? ამ ბლოგში მოგიყვებით ამბავს, თუ როგორ გახდა სისუფთავე ჩემი ცხოვრების ნაწილი!
სპოილერი: ეს მხიარულება Grune Kraft-ის პროდუქტების გარეშე ვერ ჩაივლიდა.
ბედის ირონიის ამბავი ალბათ ერთხელ მაინც ყველას გამოგიცდიათ. მაგალითად, ძველი სპორტულებით, დაუვარცხნელი თმით და უმაკიჟოდ რომ ჩაირბენ უბნის სუპერმარკეტში იმ იმედით, რომ არავინ დაგინახავს, და სწორედ მაშინ შეგხვდება ახალი „ქრაშიც“, შენი ყოფილიც, შენი ყოფილის ცოლიც და ბრედ პიტიც. დაახლოებით იგივეა არეული სახლის შემთხვევაში. სწორედ მაშინ გამოგეცხადებიან დაუპატიჟებელი სტუმრები, როცა სახლი, კულტურულად რომ ვთქვა, დასალაგებელია. კარგი, ვიქნები გულახდილი - როცა სახლში სრული ქაოსია!
სადღესასწაულო განწყობა ძალიან მიყვარს. დეკემბერი, მოციმციმე გირლანდები, გლინტვეინის და მანდარინის არომატები და საახალწლო დეკორაციებში ჩაფლული დალაგებული სახლი. ეჰ, კარგი იქნებოდა, სახლის დასუფთავების შემდეგ რომ შეიძლებოდეს დააჭირო „შენახვის“ ჯადოსნურ ღილაკს. რატომღაც, სულ ისე ხდება, რომ სახლის საახალწლოდ დალაგებას ბოლო მომენტამდე გადავდებ ხოლმე. როგორც დიეტას იწყებენ „ორშაბათიდან“, მეც ისე ვიწყებ დალაგებას „ხვალიდან“, მაგრამ ეს „ხვალ“ ყოველთვის 31 დეკემბერს მოდის, როცა ქვაბში საცივი იხარშება, ერთი ხელით გოზინაყისთვის ამტვრევ კაკალს და მეორით ბავშვებს ყრი სამზარეულოდან, მოუსვენრად რომ დარბიან დილიდან და ფეხებში გედებიან... შუალედებში სახლს ალაგებ, ქმარს ამუნათებ, რომ მარკეტში ჩაგეგზავნოს მაიონეზზე, რომელიც ბევრი იყიდე, მაგრამ რატომღაც მაინც დაგაკლდა და ცალი თვალი საათზე გიჭირავს - ყველაფერი 12 საათამდე უნდა მოასწრო საბრალო კონკიასავით. მერე, ისე იღლები, რომ როცა საათი 12-ჯერ ჩამოჰკრავს, თავში მხოლოდ ერთადერთი ფიქრი გიტრიალებს: მალე დაიძინო!
სახლის დალაგების დიდი სიყვარულით არასოდეს გამოვირჩეოდი, რასაც დატვირთული სამუშაო გრაფიკიც ხელს უწყობდა. საათობით წმენდა-ლაგების დრო ფიზიკურად არ მრჩებოდა. ამიტომ ისეთი ეფექტური საწმენდი საშუალებების ძებნა დავიწყე, რომლებიც დავალებას სწრაფად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე უმკლავდებოდა. ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც fit-gmbh-ის ეკო ხაზის პროდუქცია 𝐆𝐫ü𝐧𝐞 𝐊𝐫𝐚𝐟𝐭 (Green Power) აღმოვაჩინე. ეს სარეცხი და საწმენდი საშუალებების მწარმოებელი გერმანული კომპანიაა, 55-წლიანი გამოცდილებით. 𝐆𝐫ü𝐧𝐞 𝐊𝐫𝐚𝐟𝐭-ში თავმოყრილია ეკოლოგიურად სუფთა საწმენდი და სარეცხი საშუალებები, რომლებიც არ შეიცავს მავნე ქიმიკატებს. ის ეკოლოგიურად სუფთა, ვეგანური და დერმატოლოგიურად ტესტირებულია. ასე რომ, თუ სახლში ალერგიული ოჯახის წევრია, 𝐆𝐫ü𝐧𝐞 𝐊𝐫𝐚𝐟𝐭-ის პროდუქცია ნამდვილი აღმოჩენა იქნება.
ახლა კი გადავალ მთავარ ნაწილზე - როგორ ვაქციე სახლის დალაგების რუტინა სახალისო რიტუალად!
ქვესტი - ძალიან საინტერესო თამაშია, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა დამალული ნივთისა და მინიშნების პოვნას, თავსატეხების ამოხსნას და პატარა დავალებების შესრულებას მომდევნო მინიშნების მოსაძებნად. ქვესტი შესანიშნავი იდეაა, რომ სახლის დალაგების პროცესში ოჯახის წევრები ჩართოთ, განსაკუთრებით კი, ბავშვები. ჩემი შვილების და მეუღლის საჩუქრები საგულდაგულოდ დავმალე, მინიშნებებთან ერთად, რომლებსაც თან დავურთე სახალისო გამოცანები და დავალებები: მაგალითად, სათამაშოების და პირადი ნივთების დალაგება. ყოველ შესრულებულ დავალებაზე მომდევნო მინიშნებას იღებდნენ და ასე, თამაშ-თამაშით მივიდნენ მთავარ პრიზამდე. მე კი, სანაცვლოდ დახმარება მივიღე.
- ვინ უფრო სწრაფად შეასრულებს დავალებას? დედა უფრო მალე გარეცხავს ჭურჭელს თუ მამა უფრო სწრაფად გაასუფთავებს ხალიჩას და დივანს მტვერსასრუტით? ან იქნებ ბავშვები მოასწრებენ სარკეების გაპრიალებას ჯადოსნური სპრეით? - მოაწყეთ სახალისო შეჯიბრება, ჩართეთ მხიარული მუსიკა და უბრალოდ გაერთეთ, საქმის კეთებასთან ერთად! - და გამარჯვებულს რა შეხვდება? - შოკოლადები თუ არომატული ცხელი შოკოლადი?
დავიწყოთ იმით, რომ 𝐆𝐫ü𝐧𝐞 𝐊𝐫𝐚𝐟𝐭-ის საწმენდი საშუალებები, როგორც ჩანს, შექმნილია იმისთვის, რომ იატაკების მოსაწყენი წმენდა ნამდვილ შოუდ აქციოს. პირველი შთაბეჭდილება - სუნებია! ჩემი სტუმრები აღნიშნავდნენ, რომ ჩემს სახლს უცნაური სუნამოების ნაზავის სუნი ასდიოდა, რაღაც სხვა... ეს სიახლის და სისუფთავის სურნელია, რომელსაც 𝐆𝐫ü𝐧𝐞 𝐊𝐫𝐚𝐟𝐭-ის პროდუქცია ავრცელებს სახლში: კიტრის სურნელი მინისთვის, ლიმონის სურნელი სამზარეულოსთვის, პიტნა აბაზანისთვის - აბა, გამოიცანით, რისი სურნელია? - ამ თამაშის დაწყებამდე ეტიკეტი არ წაიკითხოთ!
ასე რომ, ნუ შეგეშინდებათ დასუფთავების ექსპერიმენტების გაკეთების! აქციეთ რუტინა - თამაშად, დაუმატეთ მას მუსიკა, ცეკვა გემოვნებით და რა თქმა უნდა, Grune Kraft-ის პროდუქტები - თქვენი სახლი გახდება არა მხოლოდ სუფთა ადგილი, არამედ ნამდვილი სადღესასწაულო დეკორაცია!