„მადლობა სოლიდარობისთვის და მხარდაჭერისთვის. თქვენი დამსახურებაა, რომ ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას ძველებური შემართებით. ეს ყველაფერი ასევე ჩემი გულშემატკივრების და ჩემი ოჯახის წევრების დამსახურებაა.
მე ყველას ნათქვამი სიტყვა მახსოვს და ყველა სიტყვამ მომცა ძალა, რომ გამეგრძელებინა ყველაფერი და ვიდეოს შექმნის მიზანი არ შესრულებულიყო. მადლობელი ვარ თქვენი და სრულიად საქართველოსი“, – ამბობს ბაბი კირკიტაძე გადაცემა "პრაიმშოუში" სტუმრობისას.
როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ ბაბი კირკიტაძემ სამართლებრივი დავა დაიწყო მის შესახებ უხამსი შინაარსის გაყალბებული ვიდეოს გავრცელების თაობაზე.
"ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ მსგავსი რამის დაწერა მომიწევდა, მაგრამ როგორც ჩანს, ადამიანების ბოროტებას საზღვარი არ აქვს!!! პირობას გაძლევთ, ადრე თუ გვიან ყველას პასუხი მოგეთხოვებათ, დამმონტაჟებელსაც და თითოეულ გამავრცელებელსაც ამ ცილისწამებისთვის! ვერც ჩურჩულით დადებული ხმა გიშველით და ვერც შუაში “სპიშკით” გადაფარული და დამონტაჟებული საზიზღრობა ფეიკით შემაშინებთ..!!! ყველასთვის გასაგები რომ იყოს: ჭორებით, დაცინვით და ათასი საშინელებით რომ ვერაფერი მიქნეს, ახლა ისეთ ამაზრზენ ვიდეომონტაჟს ავრცელებენ ჩემზე ჩათებში, პორნოსაიტებზეც რომ აღარ დებენ. მე ამასაც გავუძლებ, ამასაც რაღაცნაირად გადავიტან. იმ საზიზღრობის შემქმნელებს და გამავრცელებლებს რაც შეეხებათ, ისინი მთელი თავისი ცხოვრება თავისივე ბოროტებაში და ბოღმაში ჩაიხრჩობიან. აუცილებლად შევიტან სარჩელს და მანამ არ გავჩერდები, სანამ ყველა დამნაშავე პასუხს არ აგებს!" - წერდა ბაბი კირკიტაძე. მოგვიანებით ის გამოკითხვაზეც დაიბარეს და საქმის წარმოებაც დაიწყო.
„ჩემი მთავარი მიზანი და მოტივაციაა, რომ ყველა, ვინც ეს ვიდეო დაამონტაჟა, მოიფიქრა, თითოეული გამავრცელებელი უნდა ვიპოვოთ. მათ უნდა ჰქონდეთ იმის შეგრძნება, რომ არიან დამნაშავეები და პასუხს აგებენ ამ ყველაფერზე. დარწმუნებული ვარ, რომ საგამოძიებო სტრუქტურა ბოლომდე იქნება ჩართული და ერთად შევძლებთ იმას, რომ მაქსიმალურად სწრაფად გამოვავლინოთ ყველა დამნაშავე.
აქ [ვიდეოში] არის ხმა გადადებული, სახე არცთუ ისე უხარისხოდ ჩასმული და მოკლედ, საკმაოდ კარგი ნამუშევარია. რაც შეეხება გავრცელების არეალს, არ ვიცი ზუსტად. მეუბნებიან, რომ სხვადასხვა პლატფორმაზე შეხვდათ. ამ ყველაფერს უკვე გამოძიებას მოვუყვები. საზიზღარი, გულის ამრევი ვიდეოა, სადაც ნათლად არის ჩემი სახე ჩასმული, ასევე ჟღერდება ვიდეოში ჩემი სახელიც“, – აღნიშნა ბაბი კირკიტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
"მხიარული ოჯახი" - ბაბი კირკიტაძე დედასთან და ძმასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს
ბაბი კირკიტაძის მეგობრების აღნიშნავდნენ, რომ ის რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იყო, თუმცა ამ სტრესთან გამკლავება მოახერხა.