22 დეკემბერს ზამთრის მზებუდობაა. ზამთრის მზებუდობის დროს ყველაზე გრძელი ღამე და ყველაზე მოკლე დღეა. 22 დეკემბრის შემდეგ, დღის ხანგრძლივობა ნელ-ნელა იმატებს. აღნიშნული დღე უძველესი დროიდან განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს და ადამიანები ფიქრობდნენ, რომ ბუნების გაღვიძება, აღორძინება სწორედ ამ პერიოდიდან იწყება. ამიტომაც, ზამთრის მზებუდობისთვის არაერთი ტრადიცია და რიტუალი შეიქმნა, რომლებსაც ყოველწლიურად მიმართავდნენ, რომ სახლში ბარაქა, იღბალი და წარმატება მოეზიდათ.
თუკი ზამთრის ბუნიობას პოზიტიური განწყობით შეხვდებით, აღნიშნული დღის ჯადოსნურობასა და მაგიას სრულად იგრძნობთ. ეს მოვლენა ზამთრის ერთ-ერთ უძველეს დღესასწაულად ითვლება და მსოფლიოს სხვადასხვა კულტურაში დღემდე აღინიშნება. ამავდროულად, ადამიანებს ყოველთვის თავიანთი რწმენა და წარმოდგენები ჰქონდათ. მაგალითად:
- თუ ზამთრის ბუნიობის დღეს მზიანი ამინდი იქნება, მაშინ წლის ბოლომდე ასეთივე ამინდი გაგრძელდება.
- თუ ზამთრის ბუნიობის დღეს თოვს, ეს ნიშნავს, რომ წარმატებული და ბევრად უფრო ნაყოფიერი წელი გველის.
- თუ ზამთრის მზებუდობის დღეს მზეს ბეჭდით გახედავთ, არსებული წარმოდგენების მიხედვით, ამას შეუძლია, მომავალიო წლისთვის იღბალი და ჯანმრთელობა მოგიტანოთ.თუ ზამთრის ბუნიობის დღეს ფანჯარასთან სანთელს აანთებთ, მას შეუძლია, თქვენს სახლში სითბო და კომფორტი შემოიტანოს.
- თუკი ამ დღეს ვინმეს საჩუქარს გაუკეთებთ, ამ გზით შეძლებთ, წარმატება და კეთილდღეობა მოიზიდოთ.
წაიკითხეთ სრულად