მომღერალ თიკა ჯამბურიას ფართო საზოგადოება ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცნობს, როცა მის მიერ შესრულებული სიმღერა ჰიტად იქცა. მას შემდეგ თიკას კარიერისა თუ პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი მუდმივად არსებობდა და მომღერლის გათხოვების შესახებ არაერთი ჭორიც დადიოდა.
თიკა ხშირად წერს, რომ შვილთან, ნინა ხოფერიასთან, ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა აქვს. როგორც ჩანს, დედა-შვილი ერთად დროს მართლაც სასიამოვნოდ და მხიარულად ატარებს. კადრებს საკუთარი ყოველდღიურობიდან კი გამომწერებსაც ხშირად უზიარებენ.
"ახლა 57 კილო ვარ, მაგრამ ყოველთვის ლამაზი ვიყავი... სილამაზე არ განისაზღვრება მხოლოდ კილოგრამებით" - თიკა ჯამბურია
"როცა მიზანს მიაღწიე!" - როგორ შეძლო თიკა ჯამბურიამ წონის კლება და როგორია მისი ტრანსფორმაციის გზა
თიკა ჯამბურია 1991 წლის 14 მარტს თბილისში დაიბადა. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტი და მიიღო მუსიკალური განათლება ფორტეპიანოს განხრითაც. მისი განსაკუთრებული ვოკალური მონაცემები სულ მცირე ასაკში შენიშნეს და ლადო გუდიაშვილის 100 წლის იუბილეზე თბილისის ნაციონალური ბალეტისა და ოპერის თეატრში სიმფონიურ ორკესტრთან ერთად იმღერა. მოგვიანებით, 9 წლის ასაკში, ჩაწერა ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ჰიტი "ჯეირანი", რამაც განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა. ხალხმა განსაკუთრებით შეიყვარა მისი და დათო ხუჯაძის დუეტი "ცისარტყელები".
2006 წელს გამართა სოლო-კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში თბილისის ბიგ-ბენდთან ერთად. სხვადასხვა დროს საქართველოში, რუსეთში, იტალიასა და ბულგარეთში ჩატარებულ კონკურსებში მიღებული აქვს გრან-პრი.
წარმატებული კარიერის პარალელურად, საზოგადოება ახალგაზრდა ნიჭიერი და პოპულარული მომღერლის პირადი ცხოვრებითაც ინტერესდებოდა. მან ადრეულ ასაკში იქორწინა ჟურნალისტ ხათუნა ხოფერიას ვაჟზე, ბექა ხოფერიაზე. წყვილს ერთი შვილი, ნინა ხოფერია შეეძინა, თუმცა ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. ბექამ კიდევ რამდენჯერმე იქორწინა. თიკასთვის ეს განშორება რთული აღმოჩნდა, თუმცა დღეს ბედნიერი და სრულფასოვანი ცხოვრება აქვს და ყოფილი მეუღლის ოჯახთან, მათ შორის, ყოფილ დედამთილთან, ხათუნა ხოფერიასთანაც მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებს:
"ხათუნა ჩემს დედამთილად დარჩა. ყოფილ დედამთილს არ ვეძახი. ძალიან მიყვარს. ჩვეულებრივად შეიძლება, ყოფილ დედამთილთან ასეთი ურთიერთობა გქონდეს. ჩვენ გვყავს საერთო ადამიანი, ნინა, რომელიც ასე გვაახლოებს ერთმანეთს. მე, ფაქტობრივად, ხათუნას გაზრდილი ვარ, რადგან ძალიან პატარა ვიყავი. პირველივე წუთიდან ახლო ადამიანად მიმიღო და მივიღე. მეგობრები ვართ. ხშირად ვურეკავთ ერთმანეთს და ვჭორაობთ, ახალი ურთიერთობების შესახებაც მილაპარაკია. მიმღებლობა აქვს ამისი. ნინას უქმნის ეს დიდ კომფორტს. ბავშვი არ არის დაძაბული. მე და ბექასაც კარგი ურთიერთობა გვაქვს. ამაში ხათუნას ძალიან დიდი დამსახურება აქვს. მან დაალაგა…“ - ამბობდა თიკა.
ამჯერად თიკა ახალ ფოტოებს გვიზიარებს: "ყველაფერი იწყება საკუთარი თავის პატივისცემით.... მადლიერებით და სიყვარულით ..." - წერს ის.