„მთავარი არხის“ საახალწლო ეთერში სოფო ნიჟარაძის მიერ შესრულებულმა სიმღერამ „Ancora“ ფურორი მოახდინა. ვიდეოს სოციალურ ქსელში 1 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. სოფო ნიჟარაძის ნამღერი საკუთარ გვერდზე განათავსა თავად სიმღერის ავტორმაც, ცნობილმა იტალიელმა კომპოზიტორმა და მომღერალმა კრისტიანო მარჯიოლიომაც.
სიმღერის ინსტრუმენტალი ეკუთვნის ჯგუფ „გამოუვალი მდგომარეობის“ წევრ დავით გაბუნიას, რომელსაც სოფო ნიჟარაძემ საჯარო მადლობაც გადაუხადა:
„მიყვარხართ და მადლობა ამდენი თბილი სიტყვისთვის და ასეთი შეფასებისთვის, რომელსაც ნამდვილად ვერ დაიმსახურებდა ერთი ბიჭის გარეშე Tornado Gabunia მას ეკუთვნის სიმღერის წარმატება და მინდა ცალკე მადლობა ვუთხრა მას საჯაროდ, რომელმაც ერთ ღამეში ყველაფერი გადადო და გააკეთა „ანკორას“ ინსტრუმენტალი“, – დაწერა სოფო ნიჟარაძემ სოციალურ ქსელში.
„არც ერთ ღონისძიებაში არ ვმონაწილეობ მარტივი მიზეზის გამო, არ მაქვს მოწვევა და არავინ მეხმიანება, თითქოს არც ვარსებობ" - სოფო ნიჟარაძე
პატარა ელის-მარიას საახალწლო განწყობა - სოფო ნიჟარაძე ახალ ფოტოებს გვიზიარებს
სოფო ნიჟარაძე ფართო საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და შეიყვარა. ის არის ქართველი მომღერალი, მსახიობი და სიმღერების ავტორი. სოფომ შეასრულა ჯულიეტას როლი მიუზიკლ „რომეო და ჯულიეტას“ რუსულენოვან ვერსიაში. 2005 წელს რუსეთის სახელით მონაწილეობდა „ახალ ტალღაში“, სადაც მე-7 ადგილი აიღო.
2010 წლის მაისში წარადგინა საქართველო "ევროვიზიის" კონკურსზე სიმღერით „Shine“, ქულათა საერთო ჯამში მე-9 ადგილზე გასვლით. დაამთავრა რუსეთის თეატრალური ხელოვნების აკადემია.
სოფო ნიჟარაძე დაიბადა 1985 წლის 6 თებერვალს ქალაქ თბილისში. ის თავადთა საგვარეულო ნიჟარაძეების წარმომადგენელია. სოფო პირველი იყო, ვინც ოჯახში სიმღერა პროფესიად აირჩია. დედა (ქეთი ნიკოლეიშვილი) და მისი წინაპრები ექიმები არიან, მამა (კახაბერ ნიჟარაძე) ინჟინერი იყო.
2020 წლის 2 ივნისს სოფო ნიჟარაძესა და საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, შეეძინათ საერთო შვილი, ელის-მარია სააკაშვილი, რომელიც მიუხედავად მცირე ასაკისა, უკვე დიდი პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობს.