ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, ავტორი და პროდიუსერი სოფო შევარდნაძე საქართველოს მე-2 პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილია. ის 2006-2015 წლებში იყო რადიო „მოსკოვის ექოს“ წამყვანი. სოფო თავისუფლად ფლობს ქართულ, რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ და იაპონურ ენებს. ბოლო დროს ხშირად სტუმრობს საქართველოსაც, რადგან ის პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" ჟიურის წევრია. ჰყავს ერთი შვილი.
სოფო შევარდნაძე ბევრს მოგზაურობს, თუმცა წელს ახალი წელი თბილისში, ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნა. მან ფოტოები ძმასთან, დედასთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად გამოაქვეყნა.


