ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ტელეწამყვანმა გვანცა დარასელიამ სამზარეულოდან ფოტო გამოაქვეყნა: "დასრულდეს!" - დაწერა მან ნიჟარასთან გარეცხილი ჭურჭლის ფოტოზე. ერთი შეხედვით სახალისო კადრის მიღმა უამრავი დიასახლისის რეალური "ახალი წელი" იმალება.
ალბათ, ბევრი ქალისთვის ახალი წლის სამზადისი სამზარეულოში გატარებულ არაერთ საათთან, ერთდროულად რამდენიმე კერძის კეთებასთან, უამრავ დასვრილ და გასარეცხ ჭურჭელთან, გამუდმებით საათზე ყურებასთან ასოცირდება. ბევრი დიასახლისი 12 საათს დაღლილი ხვდება და, ალბათ, ზოგიერთისთვის ამ დაღლას ოჯახის წევრების ბედნიერი სახეები და ახალი წლის განსაკუთრებული ემოციები გადაფარავს კიდეც...
თქვენ რას ფიქრობთ, ღირს ასეთი დაღლა? თქვენი საახალწლო სამზადისი როგორი იყო?