მსახიობის რჩევა მარტივია: უნდა იზრუნოთ საკუთარ თავზე და თქვენს ჯანმრთელობაზე, შემდეგ თავს ყოველთვის კარგად იგრძნობთ. მაგრამ ჯენიფერი ყოველთვის არ ცხოვრობდა ასეთი დამოკიდებულებით. კარიერის დასაწყისში გარეგნობას ძალიან დიდი ყურადღებას უთმობდა. იდეალური პარამეტრების მიუხედავად, ის რეგულარულად იცავდა მკაცრ დიეტებს.
5 პოპულარული სასმელი ორგანიზმის გასაწმენდად, რომლთა დამზადებაც მარტივად შეგიძლიათ სახლში
"53 წლის იქნებით, როგორც 33-ის... გეძლევა ზღვა ენერგია, ჯანმრთელობა და აი, ასეთი ფორმა" - რას ურჩევს ნუცა შანშიაშვილი ქალებს
![](/media/uploads/2024/01-07/these-trends-from-13-going-on-30-are-still-flirty-and-thriving-1704649231.jpeg)
საკვებთან ჯანსაღი ურთიერთობის დამყარებისთვის გარნერს დიდი ძალისხმევა დასჭირდა. ადრე პიცის ან ნამცხვრის უმცირეს ნაჭერზეც კი უარს ამბობდა. მაგრამ საკუთარ თავზე ხანგრძლივი მუშაობით, ჯენიფერმა ისწავლა მადის დაბალანსება. ხრიკი კი ძალიან მარტივია: მსახიობს ყოველთვის დააქვს ჩანთით მიწისთხილი.
![](/media/uploads/2024/01-07/inside-jennifer-garners-effortless-glam-for-the-2022-oscars-from-watercolor-blush-to-homemade-snacks-1704649296.jpeg)
მხოლოდ 30 გრამი თხილი შეიცავს დაახლოებით 170 კალორიას, 6 გრამ ცილას, 7 გრამ ნახშირწყლებს და 15 გრამ ცხიმს. ისინი ყველაზე ნელა შეიწოვება ორგანიზმში, რაც საშუალებას გაძლევთ დაიკმაყოფილოთ შიმშილი რამდენიმე საათის განმავლობაში. გარნერი თხილს ხილთან ერთადაც მიირთმევს, რაც საკვებს კიდევ უფრო ჯანსაღს და მკვებავს ხდის.