"დამ­სა­ჯეს, გალობა ამიკრძალეს... სა­ში­ნე­ლე­ბებს მწერ­დნენ, რაც გა­და­ვი­ტა­ნე, ვერ აგიხ­სნით; ვიხ­ვე­წე­ბი, რომ პატ­რი­არ­ქს შე­მახ­ვედ­რონ..." - რას ამბობს თამრიკო ჭოხონელიძე და რატომ აღარ გალობს ის სამების ტაძარში - Marao

"დამ­სა­ჯეს, გალობა ამიკრძალეს... სა­ში­ნე­ლე­ბებს მწერ­დნენ, რაც გა­და­ვი­ტა­ნე, ვერ აგიხ­სნით; ვიხ­ვე­წე­ბი, რომ პატ­რი­არ­ქს შე­მახ­ვედ­რონ..." - რას ამბობს თამრიკო ჭოხონელიძე და რატომ აღარ გალობს ის სამების ტაძარში

2024-01-08 18:34:34+04:00

"ალ­ბათ, მე უფრო ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ნა­ბი­ჯი გა­დავ­დგი, ვიდ­რე მათ. მე რო­გორ უნდა დამ­სა­ჯონ, რომ გა­ლო­ბა ამიკ­რძა­ლონ... სახ­ლში ვგა­ლობ. არც ამ­პარ­ტავ­ნე­ბა მა­ლა­პა­რა­კებს და არც ხიბლში ვარ. უბ­რა­ლოდ, ადა­მი­ა­ნის ჩაგ­ვრას რომ ვერ და­ვუ­ჭი­რე მხა­რი, ეს გახ­და სა­ბა­ბი, თურ­მე, თამ­რი­კო პრო­პა­გან­დას ეწე­ვა. ლა­პა­რა­კია იმ პე­რი­ოდ­ზე, რო­დე­საც 17 მა­ი­სის ღო­ნის­ძიე­ბის დროს და­ი­ნიშ­ნა ოჯა­ხის სიწ­მინ­დის დღე. მე ვთქვი, რომ ეს და­პი­რის­პი­რე­ბას გა­მო­იწ­ვევ­და. ლგბტ ხალ­ხი თუ არ მოგ­წონს, ეს იმას კი არ ნიშ­ნავს, რომ უნდა და­ჩაგ­რო.

ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის გვერ­დით დავ­დგე­ბი, ვი­საც და­ჩაგ­რა­ვენ. სა­ში­ნე­ლე­ბებს მწერ­დნენ. რაც გა­და­ვი­ტა­ნე, ვერ აგიხ­სნით. რთუ­ლია, რომ არ მი­აქ­ციო ყუ­რა­დღე­ბა. არა­სო­დეს არაფ­რის პრო­პა­გან­დას არ ვე­წე­ვი, უბ­რა­ლოდ, ადა­მი­ა­ნის ჩაგ­ვრას ვერ და­ვუ­ჭერ მხარს და ამის გამო თამ­რი­კო ვი­თომ და­სა­ჯეს.

ერთი უგუ­ნუ­რი ფრა­ზა გაჟ­ღერ­და, თამ­რი­კო ხომ მგა­ლო­ბე­ლი არ არი­სო. უკაც­რა­ვად, ვინც გა­ლობს, რე­პე­რია? - რას ნიშ­ნავს მგა­ლო­ბე­ლი, ვინც გა­ლობს, იმ წუთ­ში ყვე­ლა მგა­ლო­ბე­ლია. არ მე­გო­ნა, რომ მთლად ასე სწორ­ხა­ზოვ­ნად აზ­როვ­ნებ­დნენ. ცუ­დია, რომ ასე მოხ­და, ვერ და­სა­ჯეს თამ­რი­კო და ვერც ვე­რა­სო­დეს დას­ჯი­ან. მე სწო­რი პო­ზი­ცია და­ვი­ჭი­რე.

მგო­ნი, ხუთი წე­ლია უკვე ამის მერე გა­სუ­ლი და ყო­ველ შო­ბას ბევ­რი ეპის­კო­პო­სი და მა­მაო მი­რე­კავს და მე­უბ­ნე­ბი­ან, ჩვენ შენ­თან ვართ და ჩვენ სწორ გზა­ზე ვდგა­ვარ­თო. ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვიხ­ვე­წე­ბი, რომ პატ­რი­არ­ქს შე­მახ­ვედ­რონ. ადრე თა­ვად ითხოვ­და ხოლ­მე ჩემ­თან შეხ­ვედ­რას. არ მახ­ვედ­რე­ბენ. თან ვი­თხოვ­დი, რომ მარ­ტო არ მინ­და, თქვე­ნი თან­დას­წრე­ბით დავ­ჯდე­ბი და მე ამ ყვე­ლა­ფერს ვი­ტყვი, რის გა­მოც და­მი­პი­რის­პირ­დით-მეთ­ქი. არ ვიცი, რამ­დე­ნად სწო­რი ინ­ფორ­მა­ცია აქვს ჩემ­ზე პატ­რი­არ­ქს, მე არას­დროს მის­თვის არ მი­ღა­ლა­ტია. თა­ვად დგას იმ აზ­რზე, რომ ადა­მი­ა­ნი არ უნდა და­ჩაგ­რო...", - თქვა თამრიკო ჭოხონელიძემ "TV პირველთან" საუბრისას. 

თამრიკო ჭოხონელიძე ქართველი მომღერალი, მუსიკათმცოდნე, ფოლკლორისტი, პიანისტია. დაიბადა მუსიკოსების — ეთნომუსიკოლოგის, პროფესორ ევსევი (კუკური) ჭოხონელიძისა და ელისაბედ (ლიზიკო) კალანდაძის ოჯახში.

"მზიურელები" მაშინ და ახლა - ეკა კახიანის, მაია ჯაბუასა და თამრიკო ჭოხონელიძის ერთობლივი ფოტო წლების შემდეგ 

1973–1978 წლებში იყო ანსამბლ „მზიურის“ ერთ-ერთი წევრი. 1981 წლიდან საქართველოს ფილარმონიის სოლისტია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ვოკალური ნამუშევარი კინოფილმში „იავნანა“. მიღებული აქვს სამი თაობის საუკეთესო შემსრულებლის (1996) და ფესტივალ „თბილისური გაზაფხულის“ წლის საუკეთესო შემსრულებელის წოდებები (1995). კონცერტებზე ასრულებს ხალხურ და საესტრადო სიმღერებს.

1998 წელს დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, აგრეთვე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიით და დები იშხნელების სახელობის პრემიით დებთან, სოფიკო და თინიკო ჭოხონელიძეებთან ერთად. 2016 წლის 15 დეკემბერს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა თამრიკო ჭოხონელიძის ვარსკვლავი. ჩატარებული აქვს სამი სოლო-კონცერტი - 1999, 2010 და 2016 წლებში. 

„არასდროს მიფიქრია, რომ არ ვუყვარვარ... განშორების პერიოდში, ყოველ საღამოს ვამოწმებდი, მივიდა თუ არა გია უსაფრთხოდ სახლში” - თამრიკო ჭოხონელიძე 

თამრიკო ჭოხონელიძის ქალიშვილი — მარიამ როინიშვილი, არის მომღერალი (კლასიკური ვოკალი), სოპრანო. ვაჟი — კოკო როინიშვილი, არის მსახიობი, რეჟისორი და „ქალაქის თეატრის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.

"საოცარი დედა-შვილი... საქართველოს ორი ბულბული" - მარიამ როინიშვილი დედასთან, თამრიკო ჭოხონელიძესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს 

2019 წლის 14 მაისის ეთერის შემდეგ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მომღერალ თამარ ჭოხონელიძეს მიმართა და მის მიმართ წამოსულ აგრესიასა და კიბერბულინგზე ისაუბრა. მან ჭოხონელიძის მიმართ პატივისცემა გამოხატა ასე: „ძალიან სწორი და ჯანსაღი სამოქალაქო პოზიციის გამო ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობის, ურთიერთპატივისცემის და შემწყნარებლობის დასაცავად".