პიანისტი და ტელეწმაყვანი თათია შარანგია საზოგადოებაში პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობს. მის საავტორო გადაცემას, "სთორის" კი უამრავი მაყურებელი და გულშემატკივარი ჰყავს. თათია ხშირად ჩნდება სოციალურ ქსელშიც, სადაც საკუთარ ცხოვრებასა და ყოველდღიურობას გამომწერებსაც უზიარებს. ამჯერად კი ქალებისთვის სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს და ამბობს, რომ საკუთარი კაბების გაჩუქებას აპირებს.
თათია შარანგიამ ჯარჯი თორაძეზე 5 ივნისს, საკუთარ დაბადების დღეზე იქორწინა. მათი თანაცხოვრება ხმაურიანად დაიწყო, რადგან ქორწინებიდან რამდენიმე თვეში, სულ ცოტა ხნის წინ, თათია წერდა, რომ მისი და ჯარჯის სიყვარული დასრულდა. მოგვიანებით კი განმარტა, რომ ეს განცხადება, კამათის ნიადაგზე, გაბრაზებულმა დაწერა და მეუღლეს არც ერთი წუთით არ დაშორებია.
"მე მყავდა 3 შვილი და „სთორი“… ახლა მყავს 5 შვილი" - რას წერს თათია შარანგია სოციალურ ქსელში
" ჩამოიშალა დიდი სიყვარული, ერთ წამში დამთავრდა ჩემთვის ... სულ ვამბობდი, რომ კიდევ ერთხელ რომ მითხრას ვინმემ, რომ ოჯახი შევქმნათ და მე დავთანხმდე, ეს იქნება დიდი შეცდომა-მეთქი" - თათია შარანგია ყოფილი ურთიერთობების, მეუღლისა და ოჯახის შესახებ
„ჯარჯი გახდა ჩემი საყრდენი. ემოციური ბალანსი. თითქოს ეს ემოციური ბალანსი 15 წუთში ჩამოინგრა. ძალიან ემოციური ადამიანი ვარ. ალბათ, დავასწარი მოვლენებს..
გამოხმაურებები რომ წავიკითხე, არამძაფრი რეაქცია მქონდა. ვიფიქრე, რომ ავაღელვეთ ადამიანები, რომლებსაც ვუყვარვართ და გვგულშემატკივრობენ.
ეს იყო ჯარჯისთან პატარა კონფლიქტი, მაგრამ მე ვარ ძალიან ემოციური ადამიანი და ჩამოიშალა დიდი სიყვარული, ერთ წამში დამთავრდა ჩემთვის და გადავწყვიტე, რომ ჩემი გულშემატკივრებისთვის უნდა გამეზიარებინა ეს ამბავი. შეიძლება აფექტური იყო და შეიძლება შემეშალა, მაგრამ დავწერე.
სტატუსი ორ საათში წავშალე, მაგრამ განხილვა სოციალურ ქსელში დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და რიგმა ადამიანებმა გვაჩვენეს თავიანთი ნამდვილი სახე. ალბათ, ასე უნდა მომხდარიყო, გავიგეთ, ვის ვუყვარვართ და ვის არა. შერიგება მარტივად მოხდა.
ამჯერად თათია გამომწერების კითხვებს პასუხობს და თავის მოვლის შესახებ რჩევებს აძლევს: "ზოგადად, ჭამა დიდად არ მიყვარს, მაგრამ თუ ვარღვევ, მხოლოდ სნექებით, რაც ყველაზე მავნეს სხეულისთვის და ჯანმრთელობისთვის", - წერს თათია.