"არის მუ­სი­კო­სი, გა­ტა­ცე­ბუ­ლია სიმ­ღე­რით..." - ვინ არის ქართველი ქალების კიდევ ერთი გულთამპყრობელი 27 წლის თურქი მსახიობი და როგორია მისი ცხოვრება - Marao

"არის მუ­სი­კო­სი, გა­ტა­ცე­ბუ­ლია სიმ­ღე­რით..." - ვინ არის ქართველი ქალების კიდევ ერთი გულთამპყრობელი 27 წლის თურქი მსახიობი და როგორია მისი ცხოვრება

2024-01-10 14:58:24+04:00

თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბი რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს, ეს ახა­ლი ამ­ბა­ვი აღარ არის. ამ­ჯე­რად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სის ობი­ექ­ტია სე­რი­ა­ლი, სა­ხე­ლად Kan Çiçekleri და მისი მთა­ვა­რი გმი­რი, სა­ხე­ლად ბა­რი­ში. ის ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რებ­ლის ახა­ლი გულ­თამ­პყრო­ბე­ლია.

აქვთ თუ არა რომანი რეალურ ცხოვრებაშიც სერენაი სერქაისა და კივანჩ თათლითუგს? - რას წერს მედია ახალი თურქული სერიალისა და ვარსკვლავური წყვილის შესახებ 

ამ როლს მსა­ხი­ო­ბი ბა­რიშ აქთა­ში ას­რუ­ლებს. 27 წლის ბა­რიშს აქამ­დეც უთა­მა­შია სხვა­დას­ხვა სე­რი­ალ­ში და ასე­ვე - დო­კუ­მენ­ტურ ფილმში, თუმ­ცა პო­პუ­ლა­რო­ბა რო­გორც თურ­ქეთ­ში, ასე­ვე სხვა ქვეყ­ნებ­ში Kan Çiçekleri-მ მო­უ­ტა­ნა.

 

  • რო­გორც ცნო­ბი­ლია, ის პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბი არ არის. მა­მის თხოვ­ნით, ბუ­ღალ­ტე­რი­ას და აუ­დიტს სწავ­ლობ­და. მა­მას სურ­და, რომ მისი შვი­ლი ფი­ნან­სუ­რი მრჩე­ვე­ლი ყო­ფი­ლი­ყო, თუმ­ცა ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის კა­რი­ე­რა სულ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თარ­და. 

ბა­რი­ში ამ­ბობს, რომ მისი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა­ში შემ­თხვე­ვი­თო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. რო­გორც იხ­სე­ნებს, ბი­ძაშ­ვი­ლმა შეც­დო­მით გაგ­ზავ­ნა მსა­ხი­ობ­თა სა­ა­გენ­ტო­ში, რის შემ­დე­გაც მისი ცხოვ­რე­ბა სრუ­ლად შე­ი­ცვა­ლა, ბი­ჭის გა­რეგ­ნო­ბა მო­ე­წო­ნათ და პა­ტა­რა როლი შეს­თა­ვა­ზეს.

„ძალიან არასწორი ინფორმაცია და ჭორები ვრცელდება ჩემი და ჰალილის მეგობრობაზე…" - ნანუკა სტამბოლიშვილი და ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანი ურთიერთობისა და ერთმანეთის შესახებ 

ბა­რიშ აქთა­შის თქმით, თავ­და­პირ­ვე­ლად ფიქ­რობ­და, რომ მსა­ხი­ო­ბო­ბა დრო­ე­ბი­თი იყო, თუმ­ცა მალე მიხ­ვდა, რომ ამ პრო­ფე­სი­ას თავს ვერ და­ა­ნე­ბებ­და.

ამ­ბობს, რომ ძა­ლი­ან ცელ­ქი ბავ­შვი იყო, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს აფუ­ჭებ­და, თუმ­ცა მა­მის შიში ჰქონ­და და მზად იყო ყვე­ლა­ფე­რი გა­ე­კე­თე­ბი­ნა მა­მის კე­თილ­გან­წყო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად.

 

დასამახსოვრებელი როლები და მომხიბვლელი პერსონაჟები - თურქული სატელევიზიო სერიალების გამორჩეული ვარსკვლავები 

"მა­მა­ჩემს სურ­და, რომ ფი­ნან­სუ­რი მრჩე­ვე­ლი გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. ამი­ტომ აუ­დიტ­სა და ბუ­ღალ­ტე­რი­ას ვსწავ­ლობ­დი. მსა­ხი­ო­ბი შემ­თხვე­ვით გავ­ხდი“, - ამ­ბობს ბა­რი­ში. ის სტამ­ბოლ­ში და­ი­ბა­და, ხოლო პირ­ვე­ლად ერთ-ერთ თურ­ქულ არხზე, დო­კუ­მენ­ტურ სე­რი­ალ­ში გა­მოჩ­ნდა. მსა­ხი­ო­ბის გარ­და, ბა­რი­ში არის მუ­სი­კო­სი, გა­ტა­ცე­ბუ­ლია სიმ­ღე­რით.

 წაიკითხიეთ სრულად