თურქული სერიალები რომ საქართველოში პოპულარობით სარგებლობს, ეს ახალი ამბავი აღარ არის. ამჯერად განსაკუთრებული ინტერესის ობიექტია სერიალი, სახელად Kan Çiçekleri და მისი მთავარი გმირი, სახელად ბარიში. ის ქართველი მაყურებლის ახალი გულთამპყრობელია.
აქვთ თუ არა რომანი რეალურ ცხოვრებაშიც სერენაი სერქაისა და კივანჩ თათლითუგს? - რას წერს მედია ახალი თურქული სერიალისა და ვარსკვლავური წყვილის შესახებ
ამ როლს მსახიობი ბარიშ აქთაში ასრულებს. 27 წლის ბარიშს აქამდეც უთამაშია სხვადასხვა სერიალში და ასევე - დოკუმენტურ ფილმში, თუმცა პოპულარობა როგორც თურქეთში, ასევე სხვა ქვეყნებში Kan Çiçekleri-მ მოუტანა.

- როგორც ცნობილია, ის პროფესიით მსახიობი არ არის. მამის თხოვნით, ბუღალტერიას და აუდიტს სწავლობდა. მამას სურდა, რომ მისი შვილი ფინანსური მრჩეველი ყოფილიყო, თუმცა ახალგაზრდა მამაკაცის კარიერა სულ სხვა მიმართულებით განვითარდა.
ბარიში ამბობს, რომ მისი პირველი ნაბიჯები სამსახიობო კარიერაში შემთხვევითობას უკავშირდება. როგორც იხსენებს, ბიძაშვილმა შეცდომით გაგზავნა მსახიობთა სააგენტოში, რის შემდეგაც მისი ცხოვრება სრულად შეიცვალა, ბიჭის გარეგნობა მოეწონათ და პატარა როლი შესთავაზეს.
„ძალიან არასწორი ინფორმაცია და ჭორები ვრცელდება ჩემი და ჰალილის მეგობრობაზე…" - ნანუკა სტამბოლიშვილი და ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანი ურთიერთობისა და ერთმანეთის შესახებ
ბარიშ აქთაშის თქმით, თავდაპირველად ფიქრობდა, რომ მსახიობობა დროებითი იყო, თუმცა მალე მიხვდა, რომ ამ პროფესიას თავს ვერ დაანებებდა.
ამბობს, რომ ძალიან ცელქი ბავშვი იყო, რომელიც ყველაფერს აფუჭებდა, თუმცა მამის შიში ჰქონდა და მზად იყო ყველაფერი გაეკეთებინა მამის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად.

დასამახსოვრებელი როლები და მომხიბვლელი პერსონაჟები - თურქული სატელევიზიო სერიალების გამორჩეული ვარსკვლავები
"მამაჩემს სურდა, რომ ფინანსური მრჩეველი გამოვსულიყავი. ამიტომ აუდიტსა და ბუღალტერიას ვსწავლობდი. მსახიობი შემთხვევით გავხდი“, - ამბობს ბარიში. ის სტამბოლში დაიბადა, ხოლო პირველად ერთ-ერთ თურქულ არხზე, დოკუმენტურ სერიალში გამოჩნდა. მსახიობის გარდა, ბარიში არის მუსიკოსი, გატაცებულია სიმღერით.
წაიკითხიეთ სრულად