"მისმა მშობლებმა ჩვენი დაოჯახების შესახებ მაშინ გაიგეს, როცა ორსულად ვიყავი" - ალექსანდრე ბასილაიას მეუღლე - Marao

"მისმა მშობლებმა ჩვენი დაოჯახების შესახებ მაშინ გაიგეს, როცა ორსულად ვიყავი" - ალექსანდრე ბასილაიას მეუღლის მოგონებები

2024-01-16 11:03:31+04:00

ალექსანდრე ბასილაია  ქართველი კომპოზიტორი, ანსამბლ „ივერიის“ სამხატვრო ხელმძღვანელი და საქართველოს სახალხო არტისტი იყო. 

მას არაერთი ცნობილი ქართული საესტრადო სიმღერა, ქართული კინოსა და მულტიპლიკაციური ფილმებისთვის შექმნილი მუსიკა ეკუთვნის. ანსამბლ „ივერიისათვის“ დაწერა მიუზიკლები: „ჩხიკვთა ქორწილი“, „არგონავტები“, „შლაგერი, შლაგერი“, „თოვლის ბებოს ზღაპარი“, „ფიროსმანი“ და სხვა.

"არი­ან მსა­ხი­ო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ის­ტო­რი­ა­ში თითო-ორო­ლა და­უ­ვი­წყა­რი რო­ლით რჩე­ბი­ან, სე­თია ულა­მა­ზე­სი დოდო ჩო­გო­ვა­ძე" - საბჭოთა კინოს ქართველი მშვენება და უდიდესი პოპულარობა ერთი როლით: როგორია "პრინცესა ბუდურის"დღევანდელობა? 

"ზაფხულის ცხელ დღეს, ქალი ჭრელი კაბითა და იმავე ქსოვილის თავშლით, ცდილობს ქოლგის ქვეშ დაემალოს ბათუმის მცხუნვარე მზეს..." - ვინ იყო უმშვენიერესი ნელი ქადაგიძე, პირველი ქართველი დირიჟორი ქალი აჭარაში, რეპრესირებულთა ოჯახიდან 

ამჯერად გადაცემაში „მოდი, ვილაპარაკოთ ია ფარულავასთან“ სტუმრად ალექსანდრე ბასილაიას მეუღლე ლუიზა კობალაძე იმყოფებოდა, სადაც ლეგენდარული მეუღლე და მათი სიყვარულის ისტორია გაიხსენა.

„სულ მახსენდება, როგორ დაჯდა, ადგა, სულ თვალწინ მიდგას ის მომენტები. ჩვენ ვცხოვრობდით ქალაქ ტყიბულში. ერთმანეთი სკოლაში გავიცანით. მე მე-10 კლასში ვიყავი, ის მე-8 კლასში სწავლობდა. ხუჭუჭა ბიჭი იყო. ერთი ნახვით შევუყვარდი, 14 წლის იყო. ეს ამბავი დავუმალე მშობლებს. მერე წამოვიდა თბილისში. ჩუმად ვხვდებოდით. ალექსანდრე მშობლებს არაფერს ეუბნებოდა. ხელი ჩუმად მოვაწერეთ. მისმა მშობლებმა ჩვენი დაოჯახების შესახებ მაშინ გაიგეს, როცა ორსულად ვიყავი.

ბევრი დაბრკოლება გადავლახეთ, საბოლოოდ სიყვარულმა გაიმარჯვა“. – ამბობს ლუიზა კობალაძე.