თამრიკო ჭოხონელიძე ქართველი მომღერალი, მუსიკათმცოდნე, ფოლკლორისტი, პიანისტია. დაიბადა მუსიკოსების — ეთნომუსიკოლოგის, პროფესორ ევსევი (კუკური) ჭოხონელიძისა და ელისაბედ (ლიზიკო) კალანდაძის ოჯახში.
1973–1978 წლებში იყო ანსამბლ „მზიურის“ ერთ-ერთი წევრი. 1981 წლიდან საქართველოს ფილარმონიის სოლისტია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ვოკალური ნამუშევარი კინოფილმში „იავნანა“. მიღებული აქვს სამი თაობის საუკეთესო შემსრულებლის (1996) და ფესტივალ „თბილისური გაზაფხულის“ წლის საუკეთესო შემსრულებლის წოდებები (1995). კონცერტებზე ასრულებს ხალხურ და საესტრადო სიმღერებს.
1998 წელს დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, აგრეთვე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიით და დები იშხნელების სახელობის პრემიით დებთან, სოფიკო და თინიკო ჭოხონელიძეებთან ერთად. 2016 წლის 15 დეკემბერს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა თამრიკო ჭოხონელიძის ვარსკვლავი. ჩატარებული აქვს სამი სოლო-კონცერტი - 1999, 2010 და 2016 წლებში.
თამრიკო ჭოხონელიძის ქალიშვილი — მარიამ როინიშვილი, არის მომღერალი (კლასიკური ვოკალი), სოპრანო. ვაჟი — კოკო როინიშვილი, არის მსახიობი, რეჟისორი და „ქალაქის თეატრის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.
"სიყვარული დადებითი ემოციაა, მაგრამ ამას მოჰყვება სერიოზული სხვა განცდები ნერვიულობა, ეჭვიანობა“ - როგორია ეკა მამალაძისთვის სიყვარული სხვადასხვა ასაკში და როგორი იყო თავად მისი სიყვარული
"დამსაჯეს, გალობა ამიკრძალეს... საშინელებებს მწერდნენ, რაც გადავიტანე, ვერ აგიხსნით; ვიხვეწები, რომ პატრიარქს შემახვედრონ..." - რას ამბობს თამრიკო ჭოხონელიძე და რატომ აღარ გალობს ის სამების ტაძარში
ამჯერად თამრიკო ჭოხონელიძე იუბილარია. სოციალურ ქსელში მას დაბადების დღეს ქალიშვილი, მარიამ როინიშვილი ულოცავს და დედასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.