ლეგენდარულმა დიზაინერმა, მოდის სახლის - Christian Dior-ის დამფუძნებელმა, პოპულარობა მხოლოდ 42 წლის ასაკში მოიპოვა. მისმა სადებიუტო კოლექციამ არსებული სტანდარტები თავდაყირა დააყენა და უამრავ ადამიანს შთაგონება მისცა. დღეს კრისტიან დიორის რამდენიმე ფრაზას გაგიზიარებთ, რომლებიც შესაძლოა, სტილისა და სილამაზის შესახებ განსხვავებული ხედვის ჩამოყალიბებაში დაგეხმაროთ:
კრისტიან დიორი ელეგანტურობაზე:
„ელეგანტურობა შეიძლება გამბედაობასთან იყოს შერწყმული, მაგრამ ეს ექსტრავაგანტურობასთან შეუთავსებელია. ექსტრავაგანტურობა უგემოვნოა. ჯობს, ზედმეტად უბრალოდ გამოიყურებოდეთ, ვიდრე ძალიან ექსტრავაგანტურად."
კრისტიან დიორი ფულის არამიზნობრივად ხარჯვაზე:
"ქალი შეიძლება ფულის ზედმეტად დახარჯვის გარეშე ელეგანტურად გამოიყურებოდეს, თუ ის ფრთხილად აარჩევს სამოსს და საკუთარ ინდივიდუალურობას უპირატესობას მიანიჭებს."
კრისტიან დიორი იდეალურ სტილზე:
"ჩაცმის უნარი სამ სვეტს ეყრდნობა - სიმარტივეს, კარგ გემოვნებას და საკუთარ თავზე ზრუნვის ჩვევას და ეს სულაც არ არის ძვირი."
კრისტიან დიორი პრიორიტეტებზე:
"თუ სწორი ფეხები არ გაქვთ, ჩაიცვით ღრმა დეკოლტე."
წაიკითხეთ სრულად