"ნიკა 3 წლის" - გიორგი მახარაძე ქალიშვილის, უსაყვარლესი ნიკას ვიდეოს აქვეყნებს - Marao

"ნიკა 3 წლის" - გიორგი მახარაძე ქალიშვილის, უსაყვარლესი ნიკას ვიდეოს აქვეყნებს

2024-01-27 11:58:26+04:00

მსახიობი გიორგი მახარაძე რამდენიმე წლის წინ მეორედ დაოჯახდა. მისი რჩეული ასევე მსახიობი მარიამ ნადირაძეა. წყვილს ერთი გოგონა, ნიკა ჰყავს. მარიამი და გიორგი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევიან. ისინი გამომწერებს ხშირად უზიარებენ როგორც პირად, ისე ოჯახურ კადრებს და მათგან ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებენ. ამჯერად მარიამი და გიორგი ნიკას დაბადების დღეს აღნიშნავენ. მათი ქალიშვილი 3 წლის გახდა.