"ამ პროცედურით 10 წლით გავახალგაზრდავდი - ვისაც ნემსები არ გიყვართ..." - ხატია სიჭინავას გამოცდილება - Marao

"ამ პროცედურით 10 წლით გავახალგაზრდავდი - ვისაც ნემსები არ გიყვართ..." - ხატია სიჭინავას გამოცდილება

2024-01-27 12:24:46+04:00

ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში განსაკუთრებით აქტიურია. ის გამომწერებს „ინსტაგრამის“ საშუალებით ყოველდღიურად ესაუბრება და საკუთარ თუ ოჯახურ ფოტოებსაც ხშირად უზიარებს.

"ამაზე მძიმე მდგომარეობაში არ ვყოფილვარ, ბოლოს მეგონა, ვგიჟდებოდი, დამეწყო პანიკური აშლილობა" - ხატია სიჭინავა 

ხატია სიჭინავა პირადი ცხოვრებისა თუ მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო არაერთხელ გამხდარა საზოგადოების განხილვის საგანი. ხატია განსაკუთრებით ხშირად აქვეყნებს ვიდეოებს კორონავირუსსა და ვაქცინაციასთან დაკავშირებით და უარყოფითი დამოკიდებულების შესახებაც ღიად საუბრობს.

"ქართველებს გვაქვს ხოლმე ასეთი მომენტები..." - რას ამბობს ხატია სიჭინავა რამაზ ნოზაძის ინტერვიუზე, რომელსაც სოციალურ ქსელებში განიხილავენ 

„ეს მე ვარ, მე-9 კლასში. არც ისე შეძლებული ოჯახიდან. არც ისე უდარდელი ბავშვობით. არც ისე ლამაზი. არც ისე განვითარებულ ეპოქაში, მეკითხა ინფორმაციები ფსიქოლოგიაზე ან სკოლის ფსიქოლოგი გვყოლოდა. არავითარი ბავშვთა უფლებებით. ჩემი უფლებები, ჩემს მშობლებს ქონდათ მიბარებული. მოკლედ როგორც მიხვდით, არავითარი დღევანდელი კომფორტის ზონა. და მაინც იქედანვე მხიარული. იქედანვე პოზიტიურად განწყობილი ცხოვრების მიმართ. იქედანვე რწმენით, რომ მე ჩემს ადგილს ვიპოვიდი ცხოვრებაში. იქედანვე ბრძოლისუნარიანი და ჟინიანი , ჩემი სამყარო, ჩემს გემოზე დამელაგებინა. აქედან 2 წელიწადში, როცა უკვე მშობლები ცალცალკე იცხოვრებენ და ამით მთლიანად ჩამოშლიან ჩემს ბავშვურ სამყაროს, გუდა ნაბადს ავიკრავ და მიუხედავად დაცინვისა, იქ დაიკარგები რა უნდა აკეთო, დედაქალაქში ჩამოვალ. ორივე ფეხზე დავდგები და გამოვძერწავ ხატიას, ისეთს, როგორსაც დღეს იცნობთ, ან გგონიათ რომ იცნობთ. დამოუკიდებელს, თავისუფალს, მხოლოდ საკუთარ თავზე დაყრდნობილს. ჩავაბარებ ჟურნალისტიკაზე, რადგან წერა ძალიან მიყვარს და დავიწყებ მუშაობას გაზეთ "რეზონანსში". ერთი სტატია 5 ლარი. მერე იქნება გრძელი გზა. ბევრი წინააღმდეგობები და ბევრი განსაცდელი. ასევე ბევრი ტკბილი მოგონება. და ასე ნაბიჯ ნაბიჯ მოვედი დღემდე. უკან მომყვებოდა ბევრის ღიმილი და ბევრი უმისამართოდ ნასროლი ქვა. საბედნიეროდ, გამჭირვალე გავხდი წლების განმავლობაში, ქვა არ მხვდება. სამაგიეროდ მაძლიერებს თითოეული თბილი სიტყვა. ამ ფოტოთი კი მინდა თინეიჯერებს ვუთხრა. თუ ძალიან მოინდომებთ, შეუძლებელი არაფერია და ყველა ოცნება ასრულებადია. დანარჩენი გრძელი ისტორიაა დაიღლებით“ - წერდა ის საკუთარი წარსულისა და ცხოვრების შესახებ. 

"უცხოეთში გართობა ღალატად არ მიმაჩნია... ხატიამ ამ მომენტს ტრენაჟორი დაარქვა, ეს არის მხოლოდ ფიზიკური მოთხოვნილების დაკმაყოფილება" - რამაზ ნოზაძე 

ამჯერად კი მეგობრებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს და წერს, რომ ერთი პროცედურის საშუალებით 10 წლის გაახალგაზრდავდა.