"ულამაზესი წყვილი" - თაკო ნაცვლიშვილი მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს - Marao

"წლების წინ და ახლა" - თაკო ნაცვლიშვილის სიყვარულის ისტორია, ოჯახური იდილია და ძველი ფოტოები მეუღლესთან ერთად

2024-01-29 15:23:57+04:00

თაკო ნაცვლიშვილი ერთ-ერთი პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან ითანამშრომლა.  მოდელობა 14 წლის ასაკში დაიწყო ქართულ სამოდელო სააგენტო „ლუქმოდელს მენეჯმენტში“. მისი ბრწყინვალე სამოდელო კარიერა ბევრი გოგონასთვის საოცნებო და იმედისმომცემია. როგორც თავად ამბობს, არასდროს არავის აზრს ყურადღება არ უნდა მიაქციო, რადგან თუ რამე გულით გინდა, აუცილებლად გამოგივა. თაკო პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც მაღალი მოდის პოდიუმზე გზა გაიკვალა და ითანამშრომლა ყველა იმ პრემიუმმარკის ბრენდთან, რომლებიც მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში ერთგვარ „ამინდს ქმნიან“.  

"გენეტიკის ძალა" - თაკო ნაცვლიშვილი დედასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს 

თაკო ნაცვლიშვილის ზამთრის გარდერობი და სტილის ინსპირაცია - როგორია უმშვენიერესი ქართველი მოდელის გამორჩეული ლუქები 

კარიერის დასაწყისში  მისით  ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო სამოდელო სააგენტო Next Models-ი დაინტერესდა, რომელთანაც მალევე გააფორმა კონტრაქტი. სწორედ ამ კონტრაქტის გაფორმებას მოჰყვა მისი თანამშრომლობა ისეთ დიდ ბრენდებთან, როგორებიცაა: "ვერსაჩე", "არმანი", "ელი სააბი", "რალფ & რუსო", "ზუჰაირ მურადი", "დიორი", "ჩალაიანი", "იამამოტო" და სხვ.

მიუხედავად მსოფლიო ბრენდებთან თანამშრომლობისა და არაერთი წამატებისა, სირთულეებიც მისი პროფესიის ნაწილია. „მოდა რთული სფეროა, წინააღმდეგობებით სავსე. თუ ყველგან ჩანხარ, აქტუალურობას არ კარგავ, ყველას ახსოვხარ. საკმარისია, წარმატებამ მოგადუნოს, რომ მეორე დღეს აღარავის ემახსოვრები. პოდიუმზე ტრიუმფი და ფიასკო ერთნაირი დოზითაა მოსალოდნელი. ამიტომ მოდა დაუნდობელი ინდუსტრიაა. ბევრი მოდელი ვიცი, ვინც "ჩაქრა". საკმაოდ დიდი სტრესია მოდელისთვის, რომელიც მაღალი მოდის კვირეულებზე გამოდიოდა, მასზე მოთხოვნა იყო და უცებ მისით არავინ ინტერესდება. ამ ფაქტორს ყოველთვის ვითვალისწინებ“ - ამბობს მოდელი ერთ-ერთ ინტერვიუში.

თაკო წარმატებული, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ოჯახის შვილია. ყოფილი მოდელის, ნინო ცქიტიშვილისა და კალათბურთელ ვატო ნაცვლიშვილის წყვილი წლებია, რაც პოპულარობას ინარჩუნებს. მათ თაკოს გარდა კიდევ სამი შვილი ჰყავთ - ანა ნაცვლიშვილი, დედის და დის მსგავსად, სამოდელო კარიერას მიჰყვება და არაერთი წარმატებაც აქვს, გუგა კი, მამის მსგავსად, კალათბურთითაა დაკავებული და ამჟამად ლატვიის გაერთიანებულ ლიგაში თამაშობს. თაკოს, ანას და გუგას ასვე ჰყავთ პატარა ძმა, ანდრია.

"ძალიან მინდოდა, ეს თქვენთვისაც გამეზიარებინა" - თაკო ნაცვლიშვილი 

რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, მოდელმა სულ ცოტა ხნის წინ იქორწინა. მისმა იტალიურმა ქორწილმა და თვალისმომჭრელმა სურათებმა მედიის და საზოგადოების აღფრთოვანება ერთხმად დაიმსახურა. მისი რჩეული ოთო ხუროძეა. თაკომ და ოთომ ქორწილი იტალიაში, ქალაქ რომში გადაიხადეს. ჯვრისწერა San Salvatore ai Monti-ში, ქართულ ეკლესიაში შედგა. წვეულება და ხელის მოწერა კი ლაციოში, Castello Orsini-Odescalchi-ში გაიმართა. თაკოს ამერიკელი დიზაინერის, Vera Wang-ის უმშვენიერესი კაბა ეცვა. 

ამჯერად თაკო მეუღლესთან ერთად წლების წინ გადაღებულ კადრებს და მათ ახლანდელ ფოტოებს ადარებს: