გელა ჩარკვიანსა და მის ოჯახს საქართველოში ყველა იცნობს. გელა იყო დიპლომატი, პუბლიცისტი, მწერალი, პედაგოგი და ტელეწამყვანი.
გელა ჩარკვიანის ცხოვრებაში ინტერესის სფეროთა მრავალრიცხოვნობის მიუხედავად, მუსიკა ყველაზე მეტად იტაცებდა. მისი საფორტეპიანო მინიატურების CD გამოიცა 2001 წელს, ხოლო ჩარკვიანის ადრეული ნამუშევრები - 2006 წელს. ჩარკვიანმა შექსპირის „მეფე ლირი” თანამედროვე ქართულ ენაზე თარგმნა. ამ პიესის მიხედვით თბილისში, რუსთაველის თეატრში, 1980-იანებსა და 1990-იანებში სპექტაკლები დაიდგა.
2008 წლის ზაფხულში ჩარკვიანის ცხოვრების თერთმეტწლიანი ეპიზოდის (1997 წლიდან 2008 წლამდე) საჯარო გამოსვლების ნაწილი წიგნად გამოიცა (ინგლისურ ენაზე). წიგნში ევრაზიის მნიშვნელოვანი თემები ფართოდ განიხილება, განსაკუთრებული ყურადღება კი სამხრეთ კავკასიის რეგიონს ეთმობა.
გელა ჩარკვიანის შვილი, ირაკლი ჩარკვიანი, ასევე ცნობილი პერსონაა. მან საზოგადოებას თავი საკუთარი მუსიკითა და პოეზით შეაყვარა და, მიუხედავად ხანმოკლე ცხოვრებისა, წარუშლელი კვალი დატოვა.
ირაკლი ჩარკვიანის ცხოვრებაში სამი ქორწინება იყო. მან 17 წლის ასაკში იმ დროის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ გოგოზე, ქეთი ქობულიაზე იქორწინა. მიუხედავად დიდი სიყვარულისა, წყვილი ერთმანეთს მალევე დაშორდა. როგორც ამბობენ, ირაკლისთვის ეს რთული გადასატანი აღმოჩნდა და ჰქონდა დეპრესიული პერიოდებიც.
" ძალიან აღელვებული ვარ და განცდებით… ირაკლის გარეშე 19 ნოემბრის გადატანა და გადახარშვა ძალიან მიჭირს" - ქეთათო პოპიაშვილი ირაკლი ჩარკვიანს იხსენებს
„პირველი ცოლი, ქეთი, მოტაცებული ჰყავს და ერთხელ გეგასაც მოატაცებინა გოგონა... ამის გამო ვაკის მილიციაშიც გამომიძახეს“ - გელა ჩარკვიანის თვალით დანახული ირაკლი ჩარკვიანი: რას ჰყვებოდა მამა შვილზე
მეორედ ირაკლი ჩარკვიანმა ლენა ვიქტოროვნაზე იქორწინა. ირაკლის მამა გელა ჩარკვიანი იხსენებდა, რომ ერთ ზაფხულს შვილი მეგობართან, გია მირზაშვილთან ერთად გაგრაში წაიყვანა დასასვენებლად, სახლში დაბრუნების შემდეგ კი ირაკლის უთქვამს, რომ ლენა მათთან სტუმრად ჩამოდიოდა. მათ ერთად გააგრძელეს ცხოვრება ჯერ მშობლების სახლში, შემდეგ კი ცალკე, ვერაზე. მოგვიანებით მოსკოვში წავიდნენ, სადაც დაიბადა კიდეც მათი შვილი მაქსიმე.
მესამედ ირაკლი ჩარკვიანმა ქეთათო პოპიაშვილზე იქორწინა. ქეთათო მისი უკანასკნელი სიყვარული აღმოჩნდა. მათ ერთი შვილი, ნანა ჩარკვიანი ჰყავთ.
ამჯერად გიზიარებთ ამონარიდს ნანა ჩარკვიანის ერთ-ერთი ინტერვიუდან, სადაც იგი დედის, ქეთათო პოპიაშვილის შესახებ საუბრობს.
"ქეთათომ ყოველთვის იცოდა, რა იყო გამოსასწორებელი. ბავშვობაში შფოთვა მქონდა. ტელეფონზე ლაპარაკიც კი არ შემეძლო. ქეთათოს, რა თქმა უნდა, შეეძლო თვითონ დაერეკა, თუმცა მეტყოდა - "ნანა, აიღე ტელეფონი... დარეკე" - და მეც კანკალით ვრეკავდი. ასე პატარა ნაბიჯის გადადგმა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. ასე ნელ-ნელა ვდგამდი ნაბიჯებს" - იხსენებს ნანა ჩარკვიანი.