წონის მდგრადი კლებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა ყველაზე სწორი გზაა. იმისთვის, რომ სხეული ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლდეს, საჭიროა ორი კომპონენტის ერთობლიობა: კალორიული დეფიციტი და რეგულარული ვარჯიში.
ეს არის სხვაობა იმ კალორიებს შორის, რომლებსაც ადამიანი დღიურად მიირთმევს და შემდეგ უფრო მეტი რაოდენობით ხარჯავს. დეფიციტის შექმნაში აუცილებელია სწორად შეირჩეს დაბალკალორიული კვებითი რაციონი და ასევე, უპირატესობა მიენიჭოს რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას. საერთო ჯამში, ამ ორი კომპონენტის ერთობლიობა ეხმარება ორგანიზმს, ჯანსაღი გზით დაიკლოს კალორიები და კლების პროცესიც დიდი ხნით შეინარჩუნოს.
ზოგი ფიქრობს, რომ თუ მიღებულ და დახარჯულ კალორიებს შორის სხვაობა დიდია, წონაში ასე უფრო სწრაფად დაიკლებს. რეალურად, ამ დროს ორგანიზმი არ გამოიმუშავებს ენერგიას, რადგან საჭირო საკვებ ნივთიერებებს ვერ იღებს. ენერგია კი აუცილებელია მეტაბოლიზმისთვის, რომლის სიჩქარეც წონის კლების საფუძველია. შესაბამისად, როდესაც კალორიებს შორის დიდი სხვაობაა, ორგანიზმი წონაში უფრო ნელა იკლებს და შემდეგ, მომატებითაც სწრაფად იმატებს. სწორედ, ამიტომ, კვებითი რაციონი უნდა მოიცავდეს ჯანსაღ ცხიმებს, ნახშირწყლებსა და ცილებს.
კალორიული დეფიციტის შექმნის დროს, ყველაზე მნიშვნელოვანია რაციონში ცილის არსებობა, რომელიც ორგანიზმს ეხმარება მადის კონტროლში, კუნთების მასის შენარჩუნებასა და მეტაბოლური ჯანმრთელობის მხარდაჭერაში. კინოა, ბარდა და ლობიო - ცილის შემცველი პროდუქტებია, რომლებიც კალორიული დეფიციტის დროს უნდა მიირთვათ.
კინოა უნიკალური მარცვლეულია, რომელიც ორგანიზმისთვის აუცილებელ 9 ამინომჟავას შეიცავს, რაც პროდუქტს ცილის წყაროდ გარდაქმნის. მათთვის, ვისაც გლუტენის აუტანლობა აქვს, კინოა მარცვლეულის იდეალური ვერსიაა.
ლობიო მცენარეული ცილისა და დიეტური უჯრედისის მაღალი შემცველობით გამოირჩევა. ის ასევე შეიცავს საკვებ ნივთიერებებს და აუცილებელ ვიტამინებს, როგორებიცაა: ფოლიუმის მჟავა, რკინა, კალიუმი და მაგნიუმი. ლობიოსთან შედარებით, ბარდა ნაკლებცილოვანი პროდუქტია, თუმცა ცილის ზუსტად იმ ოდენობას შეიცავს, რაც ხელს უწყობს კუნთის მასის შენარჩუნებას წონის კლების დროს. ცილასთან ერთად ბარდა დიეტური უჯრედისის იდეალური წყაროა.
მითია, როდესაც ამბობენ, რომ წონის კლების პერიოდში ცხიმები რაციონიდან საერთოდ უნდა ამოვიღოთ. ზოგიერთი ტიპის ცხიმი არათუ სასარგებლო, არამედ უმნიშვნელოვანესია კალორიული დეფიციტის შესაქმნელად. ამ ცხიმებში შედის: ნუში, ნიგოზი, ჩიას და სელის თესლი. 4-ვე მათგანი შესანიშნავი წყაროა მონოუჯერი და პოლიუჯერი ცხიმების, რომლებიც ხელს უწყობს ნაყროვანების შეგრძნებას - ანუ ერთი კვებიდან მეორე კვებამდე შიმშილის უკონტროლო შეგრძნების თავიდან აცილებას.
ნუში ჯანსაღ ცხიმებთან ერთად, შეიცავს ცილასა და დიეტურ უჯრედისებს, მიკრონუტრიენტებს, როგორიცაა, ვიტამინი E და მაგნიუმი.
ნიგოზი მდიდარია ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავებითა და ანტიოქსიდანტებით. ჩიას თესლი უმდიდრესი წყაროა ხსნადი უჯრედისის, რომელიც შთანთქავს წყალს და ქმნის გელის მსგავს ნივთიერებას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, რაც უზრუნველყოფს დანაყრების შეგრძებასა და მადის კონტროლს.
სელის თესლი დიდი ოდენობით შეიცავს ლიგნანებს, რომლებიც ანთების საწინააღმდეგო თვისებებით ხასიათდება.
თხილეულთან ერთად წონის კლების დროს შეგიძლიათ მიირთვათ ავოკადო, რომელიც მდიდარია მონოუჯერი ცხიმებით და ხელს უწყობს მადის კონტროლს. ამასთან ერთად, ავოკადო ორგანიზმს უზრუნველყოფს აუცილებელი საკვები ნივთიერებებით, როგორებიცაა: კალიუმი, ვიტამინები და უჯრედისი.
კალორიული დეფიციტის შესაქმნელად უმჯობესია ფოკუსირება მოხდეს რთულ ნახშირწყლებზე, რომლებიც მდიდარია უჯრედისით და უზრუნველყოფენ მდგრად ენერგიას, სისავსის შეგრძნებასა და სისხლში შაქრის დონის რეგულირებას. ამ შემთხვევაში, მთელმარცვლოვანი პროდუქტები დღის რაციონში იდეალური დანამატია. ამ სიაში შედის: ყავისფერი ბრინჯი, ქერი და შვრია.
ყავისფერი ბრინჯი შეიცავს უფრო მეტ უჯრედისს, ვიდრე თეთრი ბრინჯი. მასში შემავალი რთული ნახშირწყლები ხელს უწყობს ენერგიის მოზღვავებასა და მის ხანგრძლივ შენარჩუნებას.
ქერი მდიდარია ბეტა-გლუკანებით, რომელიც საუკეთესოა გულთან დაკავშირებული დაავადებების პრევენციისთვის. ის ასევე იდეალური პროდუქტია მათთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის პრობლემები აწუხებს.
შვრიის ფანტელი ის მრავალფეროვანი და სასარგებლო პროდუქტია, რომელიც შეგიძლიათ ნებისმიერი ფორმით მიირთვათ. რთულ ნახშირწყლებთან ერთად, შვრია ანტიოქსიდანტების უმდიდრესი წყაროა და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გამოირჩევა.
წონის კლება ჯანსაღ პროდუქტებთან ერთად უფრო სასარგებლო, სასიამოვნო და გემრიელია. აღნიშნული პროდუქტების მომარაგება შესაძლებელია ონლაინ მაღაზიიდან „ჩემი მარაგი“, რომელიც მომხმარებელს 250 - მდე დასახელების მარცვლეულს, ბურღულეულს, ჩირეულს, თხილეულს, ხილსა და ბოსტნეულს სთავაზობს სხვადასხვა მომსახურებებთან ერთად. ასორტიმენტი მოიცავს სხვადასხვა კატეგორიის საუკეთესო ხარისხის პროდუქტებს ქვეყანაში უკონკურენტო ფასად. საუკეთესო ონლაინ შეძენის გამოცდილება იქმნება ხელით ნარჩევი პროდუქტების სახლის კარამდე მიტანის სერვისით, რომელიც მოიცავს ნებისმიერი მოცულობის შეკვეთის შესაძლებლობასა და მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასო მიწოდებას.
R