საბჭოთა წარსულიდან არაერთი კერძი შემოგვრჩა, რომლებიც დღესაც ბევრი ოჯახის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. თანამედროვე დიეტოლოგების შეხედულებებით კი, ისინი უკვე უსარგებლო, ზოგჯერ მავნე საკვებადაც მოიხსენიება და მოგვიწოდებენ, თანდათან უარი ვთქვათ მათზე.
"გასახდომი ჩაის და სწორი კვების წყალობით შვიდი კილო მაქვს დაკლებული" - როგორ მოახერხა სოფო ბედიამ სასურველი ფორმის შენარჩუნება
რძიანი ვერმიშელი
რძიანი ვერმიშელის ფაფა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საუზმე იყო. მას ბავშვებს ყველა ბაღსა თუ სკოლის ბუფეტში სთავაზობდნენ, ხშირად ამზადებდნენ სახლშიც. ეს ფაფა 80% ნახშირწყლებისგან შედგება, რომლებიც ორგანიზმის მიერ გლუკოზად გარდაიქმნება და მისი შეწოვა სისხლში შაქრის ზრდას უწყობს ხელს. ამ ფონზე მეტაბოლიზმი ნელდება და ცხიმები უფრო აქტიურად წარმოიქმნება.
პურჩაყრილი წვნიანი
საბჭოთა მენიუ სადილზე ითვალისწინებდა პირველ და მეორე კერძს. ამიტომ, თითქმის ყოველდღე სუფრაზე წვნიანს ნახავდით. მას ჩვეულებრივ ამზადებდნენ ხორცის ან ძვლის ნახარშით. საქმე ისაა, რომ ბულიონი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოდ არ ითვლება. ის ცხოველური ცხიმითა და სხეულისთვის მავნე ტოქსინებითაა გაჯერებული. ბავშვებისთვის კი მიღებული იყო მისი პურჩაყრილი ჭამა. ასე პურით დამძიმებული ბულიონი საზიანოდ მოქმედებდა კუჭზე. ასევე პირველი კერძის სწრაფი მონელება არ აძლევდა ღვიძლს მისი სრულად გაფილტვრის საშუალებას და მავნე კომპონენტები თავისუფლად ტრიალებდა მთელ სხეულში.
გაახალგაზრდავება ერთ ღამეში! - მოამზადეთ სახის სასწაულმოქმედი ნიღაბი თქვენი ხელით
ვინ იფიქრებდა, რომ თმის კონდიციონერისგან ბევრად მეტი სარგებლის მიღება შეგიძლიათ, თუ მას შამპუნის შემდეგ კი არა, არამედ მანამდე გამოიყენებთ - თმის მოვლის ერთი მარტივი წესი
ჩიტის რძე
ჩიტის რძე ყველაზე მოთხოვნადი ტკბილეული იყო, რომელიც ოფიციალურად სსრკ-ში გამოიგონეს და დააპატენტეს. ეს დელიკატესი თავის დროზე საუკეთესო საბჭოთა კონდიტერებმა შექმნეს და სახელიც მათ უწოდეს. მაგრამ მალე მისი შიგთავსი მნიშვნელოვნად შეიცვალა. თავიდან ჩიტის რძეში აგარ-აგარზე დაფუძნებული რძის პროდუქტი გამოიყენებოდა...გაგრძელება