ნანიკო ხაზარაძეს საზოგადოება კარგად იცნობს. ის უკვე წლებია, რაც ტელეეკრანებზე აქტიურად ჩანს და კარიერის მანძილზე არაერთი გადაცემის წამყვანიც ყოფილა. ნანიკო საკუთარ ფოტოებსა და ვიდეოებს გამომწერებს სოციალურ ქსელშიც ხშირად უზიარებს.
ნანიკო ხარაძე
ნანიკო ხაზარაძე 1972 წლის 26 ოქტომბერს დაიბადა. არის ცნობილიქართველი მსახიობი და ტელეწამყვანი. 2007-2008 წლებში მიჰყავდა გადაცემა „ნანიკოს შოუ“. გადაღებულია 5 ფილმში:
- 1995 - „ატუ-ალაბა (ოტელ კალიფორნია)“;
- 2003 - „კიდევ ერთი ქართული ისტორია“;
- 2009 - „გოგონა სლაიდიდან“;
- 2012 - „ცელქი ბავშვები“;
- 2013 - „კინოგიდი“.

ნანიკო ხაზარაძის ოჯახი
ნანიკო ხაზარაძე პირველად ლევან ნუცუბიძეზე იყო დაქორწინებული. წყვილს ერთი შვილი, ლილუ ნუცუბიძე შეეძინა, თუმცა მათი ურთიერთობა მალევე დასრულდა განქორწინებით.
განქორწინების შემდეგ ნანიკო პირად ურთიერთობაზე საჯაროდ საუბარს ერიდებოდა. ამიტომ ყველასთვის დიდი მოულოდნელობა იყო, როდესაც 5-წლიანი ურთიერთობის შემდგომ საზოგადოებას თავისი რჩეული, ფსიქოლოგი ლევან მათითაშვილი წარუდგინა, როგორც მეუღლე. დიდხნიანი დუმილის შემდეგ „იმედის დილის“ სიუჟეტში ერთმანეთის გაცნობის ისტორიასაც მოჰყვნენ - ლევანის თქმით, ნანიკო ყოველთვის ახსოვდა, რადგან მასზე 6 წლით დიდია და როდესაც ბავშვი იყო, მის ცხოვრებას მუდამ თვალს ადევნებდა. აღმოჩნდა, რომ ლევანის ექიმი ბავშვობაში ნანიკოს ბებია იყო.
ტელეწამყვანის ყურადღება კი ეთერში მისი ძმის, ცნობილი პლასტიკური ქირურგის, კოტე მათითაშვილის სტუმრობის შემდეგ დაიმსახურა. „მახსოვს მისი პირველად მოწერილი წერილი. მთელი ცხოვრებაა მომწონხარ და როგორ არ დადგა ის დღე, რომ უშუალოდ გაგიცნოო. მეც ძალიან მშვიდად მივწერე, ალბათ, ეს დღე არც ახლა დამდგარა-მეთქი და დავემშვიდობე.
მეორე დღეს ეთერში მისი ძმა, ცნობილი პლასტიკური ქირურგი კოტე მათითაშვილი გვყავდა. უცებ გვარმა ჩამაფიქრა და საღამოს მივწერე, კოტე მათითაშვილი შენი ვინ არის-მეთქი. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და მიხარია, რომ საოცრად კარგი ადამიანი გავიცანი“ - იხსენებდა ნანიკო ხაზარაძე.
საზოგადოება კარგად იცნობდა ნანიკო ხაზარაძის მამას - მეცნიერ დათო ხაზარაძეს. მას სიცოცხლის ბოლო წლებში დემენციის მძიმე ფორმა განუვითარდა, რის გამოც ნანიკომ მამის საოჯახო ტიპის პანსიონატში წაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ამ ნაბიჯის შემდეგ ნანიკო ოჯახის, ნათესავებისა და თუ საზოგადოების მხრიდან კრიტიკის ობიექტად იქცა, თუმცა თავად დარწმუნებული იყო, მშობელს საუკეთესო პირობები შეუქმნა, მას ხშირად ნახულობდა და მამასთან ერთად გადაღებულ კადრებსაც ხშირად აქვეყნებდა.
დავით ხაზარაძე აპრილის თვეში გარდაიცვალა.
ამჯერად ნანიკო "ინსტაგრამზე" ახალ პოსტს აქვეყნებს და გამომწერებს DNA ancestry reports-ის შედეგს უზიარებს:
