"საუკეთესო ხარ! მადლობა ყველაფრისთვის..." - ქართული ცეკვის ვარსკვლავი 53 წლის გახდა: როგორია თეა დარჩიას განვლილი ცხოვრება და როგორ ულოცავენ მას იუბილეს - Marao

"საუკეთესო ხარ! მადლობა ყველაფრისთვის..." - ქართული ცეკვის ვარსკვლავი 53 წლის გახდა: როგორია თეა დარჩიას განვლილი ცხოვრება და როგორ ულოცავენ მას იუბილეს

2024-02-06 10:46:31+04:00

უკვე არაერთი წელია, რაც თეა დარჩიას სახელი "სუხიშვილებს" უკავშირდება. მან სცენაზე 30 წელზე მეტი გაატარა და, მიუხედავად დიდი ოჯახისა, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მაყურებელს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა. ანსამბლის წამყვანი სოლისტის პოზიციიდან თეა დარჩიამ ბოლო წლებში პედაგოგის ამპლუაში გადაინაცვლა, გახსნა საკუთარი სტუდია და ახლა მსურველებს ამ სფეროში დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს. 

"წესრიგი მნიშვნელოვანია და მას სიმკაცრით მიაღწევს თუ სიყვარულით, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, არ დაჩაგრო ბავშვი  და არ უნდა შეულახო ღირსება. შენიშვნა მნიშვნელოვანია, რადგან შენიშვნის გარეშე ადამიანი ვერ იზრდება. ვთვლი, რომ ცეკვა ქალისა და კაცის ხასიათის გამოხატულებაა. სანამ რამე ცოცხალია, ადამიანიდან დაწყებული, ბალახით დამთავრებული, უნდა განიცდიდეს ყოველდღიურ ტრანსფორმაციას. რაც აჩერებს განვითარებას და ძიებას, ის კვდება" - ამბობდა თეა დარჩია.

"მარიამმა ჩემი გზა აირჩია და მადლობა უფალს... მირიანი დაოჯახდა, თან სწავლობს, თან მუშაობს... თუ საქმე არ გაბედნიერებს, მარტო ბედნიერი ოჯახი არ არის საკმარისი" - თეა დარჩია შვილების, ოჯახისა და ოჯახური თანაცხოვრების შესახებ 

"ყველაზე კეთილი, განსაკუთრებული და საუკეთესო ბიჭი დაიბადა დღეს, ძალიან მიყვარხარ" - თეა დარჩიას ფოტოები შვილებთან ერთად და ოჯახური ბედნიერება 

თეა დარჩია 33 წელია, გუჯა მათიაშვილზეა დაქორწინებული. მათ ოთხი შვილი: მარიამი, მირიანი, იოანა და გაბრიელი ჰყავთ. 

"როცა პირ­ვე­ლად მო­მიყ­ვა­ნეს პირ­ვე­ლი შვი­ლი, 1990 წელი იყო. ვი­ყა­ვი შოკ­ში და მივ­ხვდი, რომ ამას ვერ ვი­ზამ­დი ღმერ­თის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე. იცით, რას მივ­ხვდი 19 წლის ასაკ­ში? ღმერ­თის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე, უბ­რა­ლოდ, გა­მო­რი­ცხუ­ლია, რომ ამ­ხე­ლა რა­ღაც შეძ­ლო. ასე­ვე, იმ მო­მენ­ტში გა­ვი­აზ­რე, რა მაგ­რად ვყვა­რე­ბი­ვარ დე­და­ჩემს. მე­ო­რე შვი­ლი გაჩ­ნდა 10 წლის შემ­დეგ, მაგ­რამ ზუს­ტად იგი­ვე შეგ­რძნე­ბა გან­მე­ორ­და, დავ­ბრუნ­დი ათი წლით უკან და ზუს­ტად იგი­ვე გან­ცდა გან­მე­ორ­და. მე­სა­მე­ზეც - იგი­ვე და მე­ო­თხე­ზეც - იგი­ვე, მაგრამ უფრო და უფრო ძლი­ე­რი, იმი­ტომ, რომ ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად უკეთ იაზ­რებ, რამ­ხე­ლა ბედ­ნი­ე­რე­ბაა დე­დო­ბა" - ამბობდა ის.

ამჯერად თეა დარჩია იუბილარია. იგი არაერთ მილოცვას იღებს, მეგობრებისგან და ოჯახის წევრებისგან, მათ შორის, დედას დაბადების დღეს ემოციური პოსტებით ულოცავს ანსამბლ „სუხიშვილების“ მოცეკვავე მარიამ მათიაშვილი.