მოდელ ქეთი ჟღენტისა და მილიონერ თოშა ქებურიას გლამურულ ცხოვრებაზე ხშირად გიყვებით. საზოგადოების ნაწილს ყოველთვის აინტერესებს, როგორც ცხოვრობენ ქართველი მილიონერები. ცოლ-ქმარი ხშირად აწყობს რომანტიკულ არდადეგებს.
მიუხედავად იმისა, რომ ქეთი უკვე სამი შვილის დედაა, აქტიურად ცხოვრობს, ბევრს მოგზაურობს და "ინსტაგრამზე" 60 ათასზე მეტ გამომწერს საკუთარი ცხოვრებიდან ახალ ამბებს უზიარებს. ასევე, პერიოდულად საუბრობს პირად რუტინაზე და პასუხს სცემს გამომწერების კითხვებს.
თოშა ქებურია წლების მანძილზე ითვლებოდა სასურველ სასიძოდ. მასზე არაერთი ცნობილი ქართველი ქალი იყო შეყვარებული და ბიზნესმენ ბუბა ქებურიას რძლობას ერთ-ერთ ცნობილ მომღერალს უწინასწარმეტყველებდნენ.
თუმცა, როგორც ჩანს, თოშას გული 19 წლის მოდელმა მოიგო და 2017 წელს წყვილმა გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა. წყვილი უკვე სამ პატარას ზრდის, კატერინას, ბუბას და ლიანკას.
დაათვალიერეთ ქეთი ჟღენტის გამორჩეული ლუქები