"არც სხვისი ცხოვრება მაინტერესებს და არც საკუთარის აფიშირება მინდა... ბედნიერი ვარ ჩემს ოჯახთან ერთად" - რას წერს მარიტა მელიქიშვილი - Marao

"არც სხვისი ცხოვრება მაინტერესებს და არც საკუთარის აფიშირება მინდა... ბედნიერი ვარ ჩემს ოჯახთან ერთად" - რას წერს მარიტა მელიქიშვილი

2024-02-08 12:24:15+04:00

მსა­ხი­ობ და ტე­ლე­წამ­ყვან გი­ორ­გი გას­ვი­ა­ნისა და მარიტა მელიქიშვილის წყვილს სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. წყვილმა რამდენიმე წლის წინ იქორწინა და ერთი შვილი, გალაკტიონ გასვიანი ჰყავს. მარიტა და გიორგი ერთმანეთს პროფესიამ დააკავშირა - მარიტა თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტია და მომავალი მეუღლის სპექტაკლებზეც ხშირად დადიოდა: 

"მა­რი­ტა პან­დე­მი­ამ­დე ჩემს სპექ­ტაკ­ლებ­ზე და­დი­ო­და. "ინ­სტაგ­რა­მის" მეშ­ვე­ო­ბით შო­რი­დან ვიც­ნობ­დით ერ­თმა­ნეთს და პირ­ვე­ლად ჩემი მე­გობ­რის, ზურა ჯა­ვა­ხი­ას კონ­ცერ­ტზე ახ­ლოს გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი. ჩვე­ნი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა ასე და­ი­წყო. გაც­ნო­ბი­დან ძა­ლი­ან მალე მივ­ხვდით, რომ ერ­თმა­ნე­თის გა­რე­შე აღარ შეგ­ვეძ­ლო. შემ­დეგ მა­რი­ტამ მშობ­ლებს უთხრა ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თბის შე­სა­ხებ და მათ­თვი­საც ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. მხო­ლოდ ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან მიც­ნობ­დნენ. რო­დე­საც მათ­თან მი­ვე­დი, ძა­ლი­ან კარ­გად მი­მი­ღეს. მა­რი­ტა თე­ატ­რის მოყ­ვა­რუ­ლია, რა­ღაც პე­რი­ო­დი მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზეც ფიქ­რობ­და, ამი­ტომ არ გაჰკ­ვირ­ვე­ბი­ათ მშობ­ლებს, რომ ბედი ხე­ლო­ვანს და­უ­კავ­ში­რა.

"ძიძა არ მყავს, 2-3 საათით მძინავს, ცივ საჭმელსაც ვჭამ, მაგრამ არაფერია იმაზე ძვირფასი, როცა ვიცი, რომ ჩემს შვილს ვჭირდები" - მარიტა მელიქიშვილი დედობის სირთულეების შესახებ 

„რამხელა სიყვარულით უნდა გიყვარდეს ადამიანი, რომ ერთადერთი სიცოცხლის მასთან გატარება გინდოდეს!" - მარიტა მელიქიშვილი გიორგი გასვიანს დაბადების დღეს ულოცავს 

რო­მელ ასაკ­შიც უნდა შექ­მნა ოჯა­ხი, ნე­ბის­მი­ერ დროს ხარ ბედ­ნი­ე­რი. მთა­ვა­რია, ბედ­ნი­ე­რე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი გან­ცდა შე­გეძ­ლოს. პა­ტა­რა ასაკ­ში რომ და­ვო­ჯა­ხე­ბუ­ლი­ყა­ვი, როცა მეტი პრობ­ლე­მა მქონ­და, როცა პრო­ფე­სი­უ­ლა­დაც არ ვი­ყა­ვი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი და წე­სი­ე­რად სახ­ლიც არ მქონ­და, რად­გა­ნაც დევ­ნი­ლი ვარ, ალ­ბათ უფრო გა­მი­ჭირ­დე­ბო­და. ამი­ტო­მაც არ ვქმნი­დი.

ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა, ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, ერ­თმა­ნე­თის­თვის ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ - ერ­თნა­ი­რად ვფიქ­რობთ, ერ­თნა­ი­რად ვაზ­როვ­ნებთ. ეს ცოლ-ქმრის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. თა­ვი­სუფ­ლად და კარ­გად ვგრძნობთ თავს. სა­ერ­თოდ, ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მე­გობ­რო­ბას და გულ­შე­მატ­კივ­რო­ბას დიდი ად­გი­ლი უჭი­რავს", - ამბობდა გიორგი გასვიანი. 

თავად მარიტა ოჯახსა და სწავლას ერთმანეთს შესანიშნავად უთავსებს. ამის პარალელურად კი, ის სოციალურ ქსელში აქტიურობითაც გამოირჩეოდა, რაზეც ცოტა ხნის წინ თქვა, რომ "ფეისბუკსა" და "ინსტაგრამზე" საკუთარი ცხოვრების გაზიარება მის ინტერესებში აღარ შედის: